რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც მკვლელობის დროს ბრალდებულის ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა - რას ამბობს ადვოკატი? - კვირის პალიტრა

რა ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც მკვლელობის დროს ბრალდებულის ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა - რას ამბობს ადვოკატი?

ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, დაფიქსირებულია მისი დაცვის ქვეშ მყოფზე თავდასხმის ფაქტი და ჩანაწერი ამოღებულია, თუმცა ჯერჯერობით გახსნილი არ არის. ადვოკატი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კალანდარიშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო: "მთავარი არხი"

"მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ისვენებდა... სახლში მიუვარდნენ, სცემდნენ" - რას აცხადებს ვარკეთილში, ორი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი?

"შოკში ვართ ყველა... ნიკოლოზი და ბაჩო საოცარი ადამიანები იყვნენ" - ცნობილია ვარკეთილში მოკლული ახალგაზრდების ვინაობა