ნიკა კვეკვესკირის გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე - ყველაფერი ფეხბურთელზე, რომელმაც წამყვანობა შეითავსა - კვირის პალიტრა

ნიკა კვეკვესკირის გზა დევნილობიდან დიდ სპორტამდე - ყველაფერი ფეხბურთელზე, რომელმაც წამყვანობა შეითავსა

თბი­ლი­სი გუ­შინ მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­ში იყო. თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იკ­რი­ბა იმის­თვის, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის­თვის ერ­თად ეთ­ქვათ მად­ლო­ბა იმ წარ­მა­ტე­ბის­თვის, რა­საც ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მი­აღ­წია.

სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო სცე­ნა, სა­ი­და­ნაც ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა და ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა გუ­რამ კა­ში­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თეს. მა­ნამ­დე, სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რმა ნიკა კვეკ­ვეს­კირ­მა თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი წა­რად­გი­ნა და მათ მიღ­წე­ვებს გა­უს­ვა ხაზი.სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ყვე­ლა წერს, რომ "კვეკ­ვეს" წამ­ყვა­ნის როლი ძა­ლი­ან მო­უხ­და.

"დღეს ცოტა უჩ­ვე­უ­ლო პო­ზი­ცი­ა­ში ვარ. ბურ­თის გა­რე­შე პირ­ვე­ლად ვარ ამ­დე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე... ამი­ტომ თან­მიმ­დევ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­მე­შა­ლოს" - თქვა ნიკა კვეკ­ვეს­კირ­მა.

ნიკა ერთ-ერთი ავ­ტო­რია იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ზე გა­ვი­და. "ერთა ლი­გის" ფი­ნალ­ში სა­ბერ­ძნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­ძა­ბუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად, სა­ნუკ­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ჩვე­ნი გუნ­დი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთი გმი­რი ნა­ხე­ვარმცვე­ლი ნიკა კვეკ­ვეს­კი­რია. მან სა­ბერ­ძნეთ­თან მატჩში თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში უკა­ნას­კნე­ლი, გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტი გა­ი­ტა­ნა, რი­თაც გუნდს გა­მარ­ჯვე­ბა მო­უ­პო­ვა.

მოკ­ლედ ნი­კას შე­სა­ხებ:

კვეკ­ვეს­კი­რი გა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს 17-წლამ­დე და 19-წლამ­დე ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბებ­ში, 2010–2013 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 21-წლამ­დე ფეხ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის საყ­რდე­ნი ნა­ხე­ვარმცვე­ლი იყო. 2015 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­შია.

ნიკა არის ასე­ვე სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ პოზ­ნა­ნის „ლე­ხის“ ნა­ხე­ვარმცვე­ლი.

ბავ­შვო­ბა დევ­ნი­ლო­ბა­ში

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის 32 წლის ნა­ხე­ვარმცვე­ლის ნიკა კვეკ­ვეს­კი­რის გზა წარ­მა­ტე­ბამ­დე მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. გააგრძელეთ კითხვა

"წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი და ოჯახი დგას!" - ვინ არის ნიკა კვეკვესკირის ულამაზესი მეუღლე

ულამაზესი ცოლები და შანსდარჩენილი გოგონები - ნაკრების ფეხბურთელების პირადი ცხოვრება