პუტინის ქალები: საყვარლები, ყოფილი ცოლი და დიდი ფული - რა ქონებას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტის რჩეულები - კვირის პალიტრა

პუტინის ქალები: საყვარლები, ყოფილი ცოლი და დიდი ფული - რა ქონებას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტის რჩეულები

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირად ცხოვრებას ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს თვალს საზოგადოება. უცხოურ მედიაში ხშირად იწერებოდა სტატიები პუტინის რჩეულ ქალბატონებზე. როგორც აღმოჩნდა, რუსეთის პრეზიდენტის საყვარლები მსხვილ ბიზნესებს, უძრავ ქონებასა და მედიაჰოლდინგებსაც კი ფლობენ. ამის შესახებ ვრცელი მასალა „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ მოიპოვა, სახელწოდებით: „პუტინის ოჯახი, დიქტატორის შვილები, საყვარლები და ნათესავები”.

putinidakabaeva-1650575076.png

უცხოური მედია უკვე წლებია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ურთიერთობა აქვს სპორტსმენ ალინა კაბაევასთან. ზემოხსენებული ფონდის ცნობით, კაბაევას სოჭში უზარმაზარი სახლი აქვს, რომლის ფართობი 2 ათას 600 კვადრატული მეტრია. სახლის გარდა კაბაევა კიდევ სხვა უძრავ ქონებასაც ფლობს და სპორტსმენის საერთო შეფასებით მისი ქონება 120 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

2014 წელს კაბაევა „ეროვნული მედიაჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრად დანიშნეს, სადაც გაერთიანებულია ისეთი არხები, როგორიცაა Рен-ТВ, პირველი არხი, СТС, Известия, Спорт-экспресс. ფონდის გამოძების მტკიცებით, ამ თანამდებობაზე კაბაევა წელიწადში ხელფასის სახით 785 მლნ რუბლს იღებს.

შეგახსენებთ, რომ სხვა გამოცემებთან ერთად, ალინა კაბაევაზე The Wall Street Journal-იც წერდა, რომლის მიხედვით, ამერიკისა და ევროპის სპეცსამსახურების წარმომადგენელთა თქმით, ალინა კაბაევა დიდ დროს ატარებდა შვეიცარიაში. ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებმაც კარგად იციან მისი გადაადგილების მარშრუტი, აცხადებენ, რომ იგი ცხოვრობდა ჟენევასთან ახლოს, განსაკუთრებულად დაცულ, ცალკე მდგომ სახლში, მაღალი კედლით.

როგორც The Wall Street Journal-ი აღნიშნავდა, დაახლოებით, 2013 წლიდან ალინა კაბაევამ და მისმა ნათესავებმა რუსეთში, სხვადასხვა პრესტიჟულ ადგილზე რამდენიმე სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინეს.

sveta-1-1720174258.jpg

მედიაში ხშირად საუბრობენ სვეტლანა კრივანოგიხზე და აღნიშნავენ, რომ მას პუტინისგან გოგონა შეეძინა. გამოძების ცნობით, ქალმა თავისი დუმილისთვის პუტინისგან შუამავლების დახმარებით უძვირფასესი საჩუქარი მიიიღო. როგორც ამბობენ, ქალს სანკტ-პეტერბურგში პრესტიჟულ ადგილას 200 კვადრატული მეტრის ფართობი აჩუქეს, სადაც მას რესტორანიც ჰქონდა გახსნილი. ასევე ის ბანკ Россия-ს 2,8% წილის მფლობელია.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სვეტლანას საჩუქრად გადასცეს პუტინის საყვარელი სამთო-სათხილამურო კურორტი "იგორაც".

სვეტლანასა და რუსეთის პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა მარია მაკსაკოვამ ისაუბრა. როგროც მან აღნიშნა, კრივანოგიხმა პრეზიდენტს ქალიშვილი გაუჩინა. როგორც მაკსაკოვა აღნიშნავს, ბანკის წილის გარდ, ა პუტინმა ქალს რუსეთში 7 მილიარდი რუბლის რირებულების უძრავი ქონება და ასევე აპარტამენტი მონაკოში აჩუქა. ქალს დიდი ბრიტანეთის დაწესებული სანქციები შეეხო.

სვეტლანასა და მისი ოჯახის წევრთა ქონება 7,7 მილიარდი რუბლითაა შეფასებული.

gty-putin-wife-lyudmila-sk-140402-1720174274.jpg

რაც შეეხება პუტინის ერთადერთ ოფიციალურ მეუღლეს, ლუდმილა პუტინას, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მან საფრანგეთში 5.5 მილიონ ევროდ შეფასებული 450 კვმ ფართობის ვილა შეიძნა. ასევე 200 კვმ ფართობის ბინა შვეიცარიაში. პუტინთან განქორწინების შემდეგ, საერთო ჯამში ლუდმილამ საზღვარგარეთ 6,4 მლნ ევროს ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა. ის ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მფლობელია.

"კა-გე-ბე", შვილები, ცხოვრება კრემლში... - სად გაქრა ვლადიმერ პუტინის ცოლი განქორწინების შემდეგ