"2 წელი ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში... ბოლოს რომ მომივარდა სახლში, მეზობელმა გადამარჩინა" - რას წერდა აპრილში კესარია აბრამიძე? - კვირის პალიტრა

"2 წელი ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში... ბოლოს რომ მომივარდა სახლში, მეზობელმა გადამარჩინა" - რას წერდა აპრილში კესარია აბრამიძე?

თბი­ლის­ში, ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მოკ­ლეს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მოკ­ლეს.. კე­სა­რი­ას ჭრი­ლო­ბე­ბი და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

არსებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კე­სა­რი­ას მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბ.ჯ.-ს ყველ­გან ეძე­ბენ. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სწო­რედ ის პი­როვ­ნე­ბაა, ვის­თან ერ­თა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კე­სა­რი­ამ ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ბ.ჯ სე­ნა­კი­და­ნაა და ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთ ბა­რის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლია.კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ჯერ კი­დევ აპ­რილ­ში წერ­და, რომ ის ტოქ­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო და ამის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სტა­ტუ­სი წა­შა­ლა...

"მო­გე­სალ­მე­ბით მე­გობ­რე­ბო თით­ქმის 2 წე­ლია ვი­ყა­ვი ტოქ­სი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან რა­ტომ გავ­ქრი ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან. მი­ზე­ზი სწო­რედ ეს იყო. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ვი­ყა­ვი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის და ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი. მე დავ­ტო­ვე ქვე­ყა­ნა სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, რომ თავი და­მეღ­წია შექ­მნილ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას, აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი და სა­თა­ნა­დო ზო­მებს მივ­მარ­თავ და აუ­ცი­ლებ­ლად ვი­საუბრებ სა­ჯა­როდ ამ თე­მა­ზე. არა ძა­ლა­დო­ბას!

აქვე მად­ლო­ბა ჩემს კა­რის მე­ზო­ბელს რო­მელ­მაც გა­და­მარ­ჩი­ნა, როცა ბო­ლოს სახ­ლში მო­მი­ვარ­და, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა დღეს ცო­ცხა­ლიც არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სა­დღაც ერთი თვის წინ ტვი­ნის შერ­ყე­ვით თვი­თონ­ვე მი­მიყ­ვა­ნა ღუ­დუ­შა­ურ­ში, რაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ამ კლი­ნი­კა­ში. ამ პოსტს იმი­ტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქა­ლე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი და წლე­ბი ნუ გა­ა­ტა­რებთ მა­ნი­პუ­ლა­ტორ ნარ­ცის მო­ძა­ლა­დეს­თან! არა ქალ­თა კვლას რაც ასე გახ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ფაქ­ტია, რომ ბევ­რი ქა­ლის­თვის სა­მა­გა­ლი­თო ვარ და უძ­ლი­ე­რეს ქალ­თან ვა­სო­ცირ­დე­ბი ჩემ­თა­ნაც მოხ­და ეს" - წერ­და აბ­რა­მი­ძე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მკვლე­ლო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ასევე წაიკითხეთ:

"მთხოვა არასოდეს დამეწერა, მაგრამ ვერ შევძლებ, რომ არ ვთქვა..." - რას იხსენებენ ნაცნობები კესარია აბრამიძეზე?

"პოლიცია მუშაობს, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით" - რას ამბობს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე, რომელიც კესარია აბრამიძის სახლთან იმყოფება