ცნობილია, ვინ გახდა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი - კვირის პალიტრა

ცნობილია, ვინ გახდა 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტიდან 4 ოქტომბერს, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი თბილისის 126-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნათია უჩავა გახდა. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.

natiauchavaaaaaaaaaaaaaaaa-1725994507.jpg

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

"თვალები ცრემლით ამევსო... მას შემდეგ, რაც თაია გაჩნდა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი რაღაცები ხდება... ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ ჩემს გაკვეთილზე მოსწავლეები ბედნიერები არიან"