"სამი შვილი დარჩა. პატარები ბაღში დადიან" - ვინ არის თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გოგო?
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგონა სავარაუდოდ წინა დღით არიან გარდაცვლილები. მეგობარმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ნაქირავებ ბინაში პოლიციამ ქალ-ვაჟის ცხედრები აღმოაჩინა.
ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა. ისინი 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე არიან.
ელენე თბილისში ცხოვრობდა. მას სამი შვილი დარჩა.
"საშინელი ამბავია, ელენეს შესახებ რაც გავიგეთ. ძალიან კარგი გოგონა იყო. თბილისში ცხოვრობდა, თელავში იყო გათხოვილი და როცა მეუღლეს გაშორდა კვლავ თბილისში დაბრუნდა. სამი შვილი დარჩა. პატარები ბაღში დადიან, როგორც ვიცი, ერთი სკოლაში" - ამბობენ ახლობლები. იხილეთ სრულად