“ჩემი შვილის გამო არასოდეს ვსაუბრობდი ამ თემაზე... 19 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი” - მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავაზე, შვილსა და კარიერაზე (ვიდეო) - კვირის პალიტრა

“ჩემი შვილის გამო არასოდეს ვსაუბრობდი ამ თემაზე... 19 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი” - მარიამ ჯოლოგუა კოტე თოლორდავაზე, შვილსა და კარიერაზე (ვიდეო)

მსახიობმა მარიამ ჯოლოგუამ გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" კოტე თოლორდავაზე, მათ ქორწინებაზე, შვილზე და კარიერაზე ისაუბრა:

"19 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. მშობლები კოტეს "ლაითად" იცნობდნენ. დაოჯახებამდე 3-4 თვე ვხვდებოდით. მშობლებმა ძალიან მძიმედ გადაიტანეს, დედამ განსაკუთრებით. მოულოდნელი იყო...

kote-tolordava-1732782388.jpg

ჩემი და კოტეს ურთიერთობა იმდენად კონფლიქტური იყო, რაც ბუკას ახსოვს და იმის მერეც, რომ ჩვენს შვილს ამ თემაზე კითხვები არ ექნებოდა. ჯერ ერთი, კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, როცა ეს ნაბიჯი გადავდგით და მეორე, არ მოგვწონდა ერთმანეთი" - ამბობს მარიამ ჯოლოგუა.

"მამაჩემი მართლაც ძალიან კარგი მსახიობი იყო. მიხარია, რომ ხალხის ამხელა სიყვარული მოიპოვა ამ როლით" - ბუკა თოლორდავა მამაზე, ოჯახსა და კარიერაზე