რა მოხდება, თუ აქციებზე დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდით? აქვს თუ არა აზრი პატრულის ჯარიმის გასაჩივრებას? როგორ ავანაზღაურებინოთ კომპანიას ზეგანაკვეთურ - კვირის პალიტრა

რა მოხდება, თუ აქციებზე დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდით? აქვს თუ არა აზრი პატრულის ჯარიმის გასაჩივრებას? როგორ ავანაზღაურებინოთ კომპანიას ზეგანაკვეთური სამუშაო? - იურისტის პასუხები

ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.

სამსახურში არ მინაზღაურებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს. რა შეიძლება მოვიმოქმედო?

- ნორმირებული სამუშაო განაკვეთს მიღმა შრომა ზეგანაკვეთურია. ნებისმიერი დამსაქმებელი ვალდებულია გაზრდილი საათობრივი განაკვეთით აანაზღაუროს ზეგანაკვეთური საათები. დასაქმებული, რომელიც ზეგანაკვეთურად მუშაობს, აუცილებლად უნდა იღებდეს გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას. სამწუხაროდ, გაზრდილი განაკვეთის მინიმალურ ოდენობას ქართული კანონმდებლობა არ აწესრიგებს. თუმცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ზეგანაკვეთური შრომის სახელფასო განაკვეთი საათობრივი ანაზღაურების მინიმუმ 125%-ს უნდა შეადგენდეს. იმ შემთხვევაში თუ ზეგანაკვეთურ სამუშაოს გაიძულებენ და ანაზღაურებას არ გიხდიან, შეგიძლიათ მიმართოთ შრომის ინსპექციას. სსიპ `შრომის ინსპექციის სამსახური~ საქართველოში შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო გარემოზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანოა. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ინსპექციას უფლება აქვს სამუშაო ადგილებზე შეამოწმოს კანონმდებლობით დადგენილი შრომითი პირობების დაცვა და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს. შრომის ინსპექციას შეგიძლიათ მიმართოთ მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 144. ტელ: 15 05

მყავს არასრულწლოვანი შვილი. მამამისს აქვს დაკისრებული ალიმენტი, მაგრამ ერთხელაც არ გადაუხდია. არ მაძლევს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის ნებართვასაც. რა შეიძლება გავაკეთო?

- თუ ალიმენტს არ იხდის, უნდა მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუ მას არ ერიცხება ხელფასი და არც უძრავი ქონებაა მის სახელზე, აღსრულებაც ვერაფერს გააკეთებს. ალიმენტის თანხა გროვდება დავალიანების სახით და როგორც კი რამე ქონება ან ხელფასი დაფიქსირდება მამის სახელზე, მოხდება აღსრულება. რაც შეეხება ქვეყნიდან გაყვანის ნებართვას, პასპორტის ასაღებად აუცილებელია მიმართოთ სასამართლოს სარჩელით მამის კონკრეტული უფლების შეზღუდვის მოთხოვნით. ასეთ სარჩელს სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებები.

დავდივარ აქციებზე და დამაჯარიმეს 2.000 ლარით, რომ არ გადავიხადო, რა მოხდება? თუ შემიძლია გავასაჩივრო ადმინისტრაციული ჯარიმა?

- თუ ჯარიმას არ გადაიხდით, ყადაღა დაგედებათ ანგარიშებსა და თქვენს სახელზე არსებულ ქონებაზე. თუ გაქვთ ხელფასი, ხელფასიდან აღსრულდება. ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

აქვს თუ არა აზრი პატრულის ჯარიმის გასაჩივრებას და რა პროცედურები უნდა გავიარო?

- თუ პირი ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს და თვლის, რომ ჯარიმა უსაფუძვლოა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლი პირს სთავაზობს გასაჩივრების 10-დღიან ვადას.

წაიკითხეთ სტატია სრულად ბმულზე