"ჩემი პროდიუსერი­ - ფრე­დერიკ­ დელივიატი მორის ფოცხიშვილი­ს პანაშვიდზე გაოცებული დარჩა - დე-გოლი რომ გარდაიცვალა, ამის ნახევარი ხალხი არ იყო, მეც მინდა საქართველოში მოვკვდე და დაკრძალვას ამდენი ხალხი დაესწროსო. ასეც მოხდა - ჩემი დის გვერდით განისვენებს" - კვირის პალიტრა

"ჩემი პროდიუსერი­ - ფრე­დერიკ­ დელივიატი მორის ფოცხიშვილი­ს პანაშვიდზე გაოცებული დარჩა - დე-გოლი რომ გარდაიცვალა, ამის ნახევარი ხალხი არ იყო, მეც მინდა საქართველოში მოვკვდე და დაკრძალვას ამდენი ხალხი დაესწროსო. ასეც მოხდა - ჩემი დის გვერდით განისვენებს"

"აგრესიას­ აგრესიით არასდროს ვპასუხობ. როგორც კი სიყვარულს ახვედრებ, აგრესია აზრს კარგავს", - ამბობს მუსიკოსი დათო ევგენიძე.

- დაბადების თარიღი...

- 1958 წლის 2 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...­

- მუსიკოსი. 4 წლიდან ღამით ვდგებ­ოდი და ვუკრავდი. მამაჩემი ამბობდა, ეს ბავშვი ფსიქიატრთან მივიყვანოთო, ბებია ამბობდა, არ არის საჭირო, ეს ბავშვი მუსიკოსიაო.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ევგენას ბენდენა.

- ჩემზე ამბობენ...

- ნიჭიერიაო... იმასაც ამბობენ, ევგენა გიჟიაო. ჩემი რეაქცია აბსოლუტურად მშვიდია, იმიტომ რომ მართლა გიჟი ვარ.

- რა არის თქვენი "სიგიჟე"?

- ჩემი ნაბიჯები ჩემს აზრებს წინ უსწრებს. შეიძლება ჯერ უფსკრულში გადავაბიჯო და მერე მივხვდე, რა გავაკეთე.

- ეს ცხოვრებას საინტერესოს ხდის?

- რა თქმა უნდა, ეს რომ არა, ალბათ ვერც ვერაფერს დავწერდი. ჩემს მუსიკას წერენ ხელები, ხელებს ბოლომდე ვენდობი, გვიან ვხვდები ხოლმე, რა დავწერე. ჩემი პირველი მსმენელი და მკითხველი ჩემი მეუღლეა. სამწუხაროდ, საქართველოში უფრო ნაკლებად მიცნობენ, ვიდრე უცხოეთში.

- რა ახსნა აქვს ამას?

- ნიუ-იორკი, კანარის კუნძულები, პარიზი... სადაც ჩავდიოდი, ყველგან პროდიუსერები მყავდნენ, ისინი ჩემს შემოქმედებას აცნობდნენ საზოგადოებას, მათი მოვალეობაც იყო და ინტერესიც, მაგრამ საბოლოოდ სამშობლოში ცხოვრება ავირჩიე. აქ პროდიუსერი არ მყავს და ჩემს ბუნებაში არ არის: "ნახეთ, რა დავწერე". რეალურად, დათო ევგენიძე კლასიკური მუსიკაა.

- პროდიუსერი საქართველოშიც რომ გყოლოდათ, ამაზე რატომ არ იზრუნეთ?

- ჩემი ბოლო პროდიუსერი­ ფრე­დერიკ­ დელივიატი იყო, ის საქარ­თველოში გარდაიცვალა და ჩემი ოჯახის სასაფლაოზეა დაკრძალული­. როდესაც საქარ­თველოში ჩამოვიდა, მორის ფოცხიშვილი­ გარდაიცვალა. პანაშვიდზე წავედი და წამომყვა, იქ უამრავი ხალხი რომ დაინახა, მკითხა, გარდაცვლილი ვინ არისო? ვუთხარი, რომ პოეტი იყო. გაუკვირდა, ჩვენთან­ დე-გოლი რომ გარდაიცვალა, ამის ნახევარი ხალხი არ იყოო. ავუხსენი, რომ საქართველოში გარდაცვლილებს დიდ პატივს ვცემთ, საზოგადოებისთვის ცნობილია თუ არა, ვინც იცნობდა, დასამშვიდობებლად ყველა მიდის. მაშინ მითხრა, მეც მინდა საქართველოში მოვკვდე და დაკრძალვას ამდენი ხალხი დაესწროსო­. ისე მოხდა, მართლა ამ ქვეყანაში გარდაიცვალა და ეს სიტყვები გამახსენდა. ვიფიქრე, ანდერ­ძიც ხომ არ დაუტოვებია-მეთქი და მის მშობლებს დავურეკე, გრაფები­ არიან. ანდერძს თუ ნახავთ და საჭიროდ ჩათვლით, სურვილი აუსრულოთ, ჩამოგიყვანთ საქართველოში­ და ჩემი ოჯახის სასაფლაოზე, სადაც ჩემი დაა დაკრძალული,­ იქ დავკრძალავ-მეთქი. დედამ მოსაფიქრებლად ერთი საათი ითხოვა... შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ფრედერიკის საქართველოში დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შემდეგ ვთქვი, მე პროდიუსერი აღარასდროს მეყოლებოდა.

- ეს ამბავი არასდროს გამიგია.

- საჯაროდ არასდროს მისაუბრია, ამ ამბამდე თქვენმა შეკითხვამ მიმიყვანა.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- პირად ცხოვრებაში ბედს არ ვუჩივი,­ მაგრამ სამეგობრო ნაადრევად გამი­ქრა და ეს ჩემი ტკივილია, უმრავლესობა ცოცხალი აღარ მყავს. ირაკლი ჩარკვიანი, ლევან აბაშიძე, გეგა კობახიძე... ამ ადამიანების წასვლის დღეებს გავაქრობდი­ ჩემი ცხოვრებიდან. ჩემი და რომ გარდაიცვალა 16 წლის იყო, მე - 18-ის. ამ ამბიდან ძალიან მალე გეგა წავიდა...

წაიკითხეთ სრულად - „ეს ქრისტიანობაა - მიუტევე!“