სადამ ჰუსეინი სარდაფიდან ამოათრიეს, ალი ხამენეის ბუნკერიდან თავისით ამოსვლას და კაპიტულაციას სთავაზობენ - გაიზიარებს თუ არა სადამის ტრაგიკულ ბედს აიათოლა?!
„ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. უზენაესი ლიდერი [აიათოლა ალი ხამენეი]. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ უსაფრთხოდაა იქ - მის მოშორებას (მოკვლას!) არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ, ამ მომენტისთვის, მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო პირებისკენ ან ამერიკელი ჯარისკაცებისკენ გასროლილი რაკეტები. ჩვენი მოთმინება იწურება”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა და დასძინა - "უპირობო დანებება!"
მართლაც, ისრაელის დაზვერვა ავრცელებს ინფორმაციას იმ მიწისქვეშა ბუნკერის ადგილსამყოფელზე, თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად თავს აფარებს ისრაელის ავიაციის დაბომბვებს.
თავის მხრივ, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი განცხადებით მიმართავს ირანელებს - „ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება, მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. სიონისტების მიმართ მოწყალებას არ გამოვიჩენთ!“
როგორც ჩანს, დანებებასა და სრულ კაპიტულაციას ირანის ხელისუფლება სულაც არ აპირებს, მიუხედავად ისრაელის დაბომბვებისა და აშშ-ის ღია მუქარისა.
ნიშნავს ეს თუ არა, რომ ისრაელის უმაღლესმა ლიდერმა შეიძლება ისეთივე ტრაგიკული ბედი გაიზიაროს, რაც მისმა ერაყელმა „კოლეგამ“- სადამ ჰუსეინმა?
ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკის სამხედრო დახმარების გარეშე ისრაელი ირანს კიდევ დიდხანს ვერ „დააჩოქებს“ - ტრამპი ახლო აღმოსავლეთისკენ საჰაერო ტანკერებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს აგზავნის ...
მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!
მკითხველს შევახსენებთ, რომ 2003 წლის 20 მარტს საერთაშორისო კოალიცია, აშშ-ის ხელმძღვანელობით, შეიჭრა ერაყში და 17 აპრილს დაამხო სადამ ჰუსეინის რეჟიმი, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერისა და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მცდელობისთვის (თუმცა ამერიკელებმა ქიმიური იარაღის არსენალი ერაყში მაინც ვერ აღმოაჩინეს, ისევე, როგორც ვერ დადგინდა სადამ ჰუსეინის კავშირი საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფება „ალ ქაიდასთან“- ეს მხოლოდ საბაბი გახლდათ).
აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა გამალებული ეძებდა სადამ ჰუსეინის კვალს და მას მხოლოდ 13 დეკემბერს მიაგნო ერაყის ერთ-ერთი სოფლის სახლის ორი მეტრის სიღრმის სარდაფში -ამერიკელი სამხედროების მიერ წვერმოშვებული სადამ ჰუსეინის სარდაფიდან ამოთრევის ვიდეოკადრები მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ერაყის დროებითი მთავრობის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადამ ჰუსეინი 2006 წლის 30 დეკემბერს ჩამოახრჩვეს...
თუკი ისრაელი აშშ-ის დახმარებით მართლაც ეცდება ირანის დღევანდელი ხელისუფლების დამხობას და თეირანში ირანის ყოფილი შაჰის მემკვიდრეების „დასმას“, არ არის გამორიცხული, რომ ამ დროებითმა ხელისუფლებამ მართლაც სცადოს, გაიმეოროს მეზობელი ერაყის ტრაგიკული მაგალითი...