ფაშინიანი: "გარეგინ მეორე და მისი სპიკერი მოვიდნენ და დავუმტკიცებ, წინადაცვეთილი ვარ თუ არა" - დიდი სომხური სკანდალი გრძელდება
სომხეთში პრემიერ ფაშინიანისა და იქაური საპატრიარქოს დაპირისპირება გრძელდება. სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რომ ფაშინიანი წინადაცვეთილია. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.
სომხეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ მწვავე განცხადება გააკეთა.
"კრტიჩ ნარსისიანის (სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის საეროს სახელი) განაცხადა, რომ მე წინადაცვეთილი ვარ. მზად ვარ მივიღო კრტიჩ ნარსისიანი და მისი სპიკერი და საწინააღმდეგო დავუმტკიცო " - წერს ფაშინიანი "ფეისბუქზე".
"თვითონ კი ბოლოს და ბოლოს, გასცეს პასუხი კითხვას, დაარღვია თუ არა დაუქორწინებლობის აღთქმა. ჰყავს თუ არა შვილები?“ - დასძინა ფაშინიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ: დიდი სომხური სკანდალი: ფაშინიანი VS გარეგინ მეორე - რატომ დაინტერესდა პრემიერი სომეხთა კათოლიკოსის პირადი ცხოვრებით?!