"ზვიად გამსახურდიას ბოდიშის ვერ მოვუხდიდი, რადგან..." - გია ყარყარაშვილის პასუხი მძიმე კითხვებზე: ომები, თავდასხმა და სინანული - კვირის პალიტრა

"ზვიად გამსახურდიას ბოდიშის ვერ მოვუხდიდი, რადგან..." - გია ყარყარაშვილის პასუხი მძიმე კითხვებზე: ომები, თავდასხმა და სინანული

"მო­გე­სალ­მე­ბით. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს ვი­კა­ვებ­დი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში გა­მო­ჩე­ნის­გან, რად­გან წიგნ­ზე ვმუ­შა­ობ­დი და მთლი­ა­ნად ამა­ზე ვი­ყა­ვი გა­დარ­თუ­ლი. წიგ­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის შემ­დეგ ახლა მე­ო­რე ნა­წი­ლის გა­მოშ­ვე­ბა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი...

ამას­თა­ნა­ვე, იმ კი­თხვებ­მა, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლით გაჩ­ნდა, მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და ახლა ამი­ტომ გა­და­წყდა, ხან­მოკ­ლე დრო­ში ჩემს თავ­ზე, ჩემს წიგნ­ზე გე­სა­უბ­როთ და პა­რა­ლე­ლუ­რად მკი­თხვე­ლის შე­კი­თხვებ­საც ვუ­პა­სუ­ხო", - ამ­ბობს გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სარ­და­ლი, აფხა­ზე­თის ჯა­რე­ბის სარ­და­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, წიგ­ნის "სამ­შობ­ლოს ამა­რა“ ავ­ტო­რი გია ყარ­ყა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნუ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რია და მკი­თხველ­თა შე­კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

გთა­ვა­ზობთ გა­და­ცე­მი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას ქვე­მოთ მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

- მო­გე­სალ­მე­ბით. თავს რო­გორ გრძნობთ. ამ­ჟა­მად რა საქ­მით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- მე და ჩემი სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბა ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი ერ­თად მოვ­დი­ვართ, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად ისე ენერ­გი­უ­ლად აღარ ვიყო, რო­გორც ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო ჩემ­თვის ისაა, რომ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბას ვა­ხერ­ხებ. იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ძა­ლი­ან მალე მე­ო­რე ნა­წი­ლიც გა­მო­ვა.

მინ­და, იმ შე­კი­თხვებს, რო­მე­ლიც წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ მკი­თხველს და­ე­ბა­და, პა­რა­ლე­ლუ­რად ვუ­პა­სუ­ხო და ისიც გან­ვმარ­ტო, რა­ტომ არ ვჩან­ვარ, რა­ტომ არ ვარ აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში.

გე­ტყვით, რომ არც ის ჯან­მრთე­ლო­ბაა, რომ კვლავ ცხოვ­რე­ბის რიტ­მში ვიყო ჩარ­თუ­ლი და არც ის ასა­კი.

წინა დრო­ე­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მო­მი­წია სამი სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მოღ­ვა­წე­ო­ბამ. ვერ ვი­ტყვი, რომ იმ მოღ­ვა­წე­ო­ბის დროს ჩემი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი ვარ და რამე სა­ა­მა­ყო მაქვს. ვერც იმას ვი­ტყვი, რომ პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რო­ბას რა­ი­მე სი­ა­მოვ­ნე­ბა ახ­ლავს. ამ დას­კვნის სა­ფუძ­ველს ჩემი გან­ვლი­ლი გზა მაძ­ლევს და ამან ისიც მას­წავ­ლა, რომ შენი მოღ­ვა­წე­ო­ბით ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი ვერ დარ­ჩე­ბა. ვერც თა­ნაბ­რად გე­ყო­ლე­ბა, მეტ-ნაკ­ლე­ბო­ბით, რო­გორც მე­გო­ბა­რი, ისე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და მტე­რი, რომ­ლის სი­ძულ­ვილს და­იმ­სა­ხუ­რებ.

ამი­ტომ, მირ­ჩევ­ნია, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი აღარ ვა­კე­თო. ის, რაც პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბამ საკ­მა­რი­სად მას­წავ­ლა, მინ­და, გაკ­ვე­თი­ლე­ბად ჩემს წიგნ­ში ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის და უფრო მე­ტად სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის შე­ვი­ტა­ნო.

- ბა­ტო­ნო გია, წიგ­ნის და­წე­რა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ და რამ­დენ ხანს იმუ­შა­ვეთ მას­ზე?

- მარ­თლა ბევ­რი რა­მის მომსწრე და მნახ­ვე­ლი ვარ. იმ ეპო­ქა­ში რთუ­ლი გზა ბევ­რმა გა­ი­ა­რა, მაგ­რამ რაც მე გა­ვი­ა­რე, სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ცოდ­ნის მხრივ, რისი მომსწრე და მნახ­ვე­ლი გავ­ხდი, ასე­თი იშ­ვი­ა­თია.

ასევე დაგაინტერესებთ: „როდესაც ძმა ძმას უპირისპირდება, სწორედ მაშინ იმარჯვებს ნამდვილი მტერი“ - რას იხსენებს გია ყარყარაშვილი დიდ ქართულ ტრაგედიაზე, რომელიც დღესაც აქტუალურია

თუმ­ცა წიგ­ნის და­წე­რას მა­ინც გამ­ბე­და­ო­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან ბევ­რი წიგ­ნი იწე­რე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა ვერ ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, ვერ აჩენს ავ­ტო­რის გან­წყო­ბას და მის სუ­ლი­ერ თუ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ცაა ავ­ტო­რი. მე­სა­მე ალ­ბათ ისაა, რომ იმის თქმა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის კუ­თხით გა­ვი­ა­რეთ. ამი­ტომ სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის თუ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ჭი­როა იმის ცოდ­ნა, რო­გორ ხდე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი, სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს, რა როლი ეკის­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ეს იმის­თვის უნდა ვი­ცო­დეთ, რომ თუნ­დაც მო­მა­ვალ­ში საფრ­თხე თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ.

- და მა­ინც რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში, სა­მა­ჩაბ­ლო­ში და შემ­დეგ აფხა­ზე­თის ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- მე არ გა­და­მი­წყვე­ტია, ომე­ბი ჩემს გე­მო­სა და სურ­ვილ­ზე არ იწყე­ბა. დრო შეგ­ვხვდა ასე­თი. მივ­ყვე­ბო­დი დროს და მოვ­ლე­ნებს. თვი­თონ გვიჩ­ვე­ნებ­და გზას და მიგ­ვა­ქა­ნებ­და... შე­მეძ­ლო კვლავ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა საბ­ჭო­თა არ­მი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი, თუ შე­მე­წყვი­ტა იმ დროს, როცა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მძლავ­რობ­და?! შე­მეძ­ლო ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მექ­ცია იმ მოვ­ლე­ნე­ბის­თვის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თარ­დე­ბო­და, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბო­და, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ხელ­ფა­სის­თვის გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა?! ჩემი მო­მა­ვა­ლი თვი­თონ გა­მო­მე­ძერ­წა? თუ იმ წე­სებს და კა­ნო­ნებს ავ­ყო­ლო­დი, რო­მე­ლიც იმ დროს არ­სე­ბობ­და, გა­ნა­გებ­და და ყვე­ლა ჩვენ­გან­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენ­და?! დღეს რომ ვუ­ყუ­რებ, სად და­ვუშ­ვი შეც­დო­მა სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო ნა­ბი­ჯით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, - ვფიქ­რობ, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი იძუ­ლე­ბი­თი იყო...

ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა მო­წო­დე­ბე­ბით რომ მო­ვი­და, და­ტო­ვეთ საბ­ჭო­თა არ­მია, რო­მელ­საც მა­ნამ­დე სამ­შობ­ლოს­თან ვა­ი­გი­ვებ­დი, - ფაქ­ტის წი­ნა­შე გა­ყე­ნებ­და. ამას არ და­უ­ჯე­რებ­დი და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სის­თვის და ჭამა-სმის­თვის გა­აგ­რძე­ლებ­დი მოღ­ვა­წე­ო­ბას, ვინ ვიქ­ნე­ბო­დი?!

გერ­მა­ნი­ა­ში ვმსა­ხუ­რობ­დი, იქ რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და იმის­თვის, რაც აქ ხდე­ბო­და, გერ­მა­ნი­ი­დან რო­გორ მე­ყუ­რე­ბი­ნა, თავი რო­გორ ამე­რი­დე­ბი­ნა იმ ორომ­ტრი­ა­ლის­თვის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო იძუ­ლე­ბი­თი. ზოგი ნა­ბი­ჯი აღ­მაფ­რენ­და და მა­ა­მა­ყებ­და, მა­გა­ლი­თად, ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ში სამ­სა­ხუ­რი.

522980096-1800089604213833-2970131225672741158-n-1753776569.png

მაგ­რამ 1991 წლის 19 აგ­ვის­ტოს ქვე­ყა­ნა ორ ნა­წი­ლად რომ გა­ი­ყო, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ის დრო­ე­ბა იმას გა­კე­თე­ბი­ნებ­და, რაც არც გინ­დო­და და არც მოგ­წონ­და. ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, კერ­ძოდ, ეროვ­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბო­ლომ­დე ვერ გავ­ყე­ვი, რაც სა­წამ­ლა­ვად მექ­ცა. ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბი - რომ გავ­ყო­ლო­დი, რა ბედი მე­ლო­და?! რომ ვუ­ყუ­რებ, სა­ში­ნე­ლი... არც არ გა­ყო­ლა გახ­და ჩემ­თვის სა­სარ­გებ­ლო და არც გა­ყო­ლა.

მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ომის და აფხა­ზე­თის გამო გავ­ყე­ვი და ვუ­ერ­თგუ­ლე. ამის შემ­დეგ რა თა­ნამ­დე­ბო­ბაც და­მე­კის­რა, ყვე­ლა ბევ­რად მძი­მე იყო, ვიდ­რე შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მაჩ­ნდა. ხალ­ხი, ვინც ვალ­დე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­შე მა­ყე­ნებ­და, ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყო, იძუ­ლე­ბი­თი.

მკი­თხვე­ლის­თვის შთამ­ბეჭ­და­ვი და გა­სა­ო­ცა­რი რომ არ აღ­მოჩ­ნდეს, ჩემი სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა ლე­ი­ტე­ნან­ტო­ბი­დან გე­ნერ­ლო­ბამ­დე რო­გორ მი­ვე­დი, გე­ტყვით. მოკ­ლე დრო­ში გან­ვლი­ლი გზა, სამ­ხედ­რო წო­დე­ბე­ბი (და­წყე­ბუ­ლი ეროვ­ნულ გვარ­დი­ა­ში, პირ­ვე­ლი წო­დე­ბა - უფ­რო­სი კა­პი­ტა­ნი, შემ­დეგ ვი­ცე­პოლ­კოვ­ნი­კი, პოლ­კოვ­ნი­კის), ყვე­ლა რა­ღაც კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნის, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იყო. წვა­ლე­ბა და სიმ­წა­რე ამ კა­რი­ე­რულ გზა­ზე ბევ­რი იყო, სიტ­კბო - ნაკ­ლე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი­დევ უდი­დე­სი... აქ რო­მე­ლი ერთი და­ვა­სა­ხე­ლო. ამ მოვ­ლე­ნა­თა ნა­კად­ში ერთი რგო­ლი, მომ­ხდა­რი ფაქ­ტი რომ ამო­ვი­ღო, სრულ სუ­რათს აღარ იძ­ლე­ვა. ამი­ტომ ვარ­ჩიე მკი­თხველს წიგ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ვაც­ნო ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა მისი აცი­ლე­ბა. აცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოვ­ლე­ნე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და. მე ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი ვარ, სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს ყვე­ლა­ფე­რი გან­ცდი­ლი.

29072025-1158-1753776416.48_REC.png

მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვუ­ერ­თგუ­ლე, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ იმ ერ­თგუ­ლე­ბის გამო ჩემ­ზე სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არაფ­რით მო­მეხ­მა­რა და არაფ­რით ხელი არ შე­მი­წყო. შემ­დეგ ამ ორის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გა­დავ­წყვი­ტე მე­სა­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გვერ­დზე გავ­წე­უ­ლი­ყა­ვი და არა­ფერ­ში ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ სი­ჩუ­მით მა­ინც ვერ მო­ვი­გე მე­სა­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გული... ამი­ტო­მაც წიგ­ნით მინ­და დავ­ტო­ვო გაკ­ვე­თი­ლი პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის და სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ავ­ხსნა, სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წის­თვის რა არის სა­ში­ში. არა­ერ­თი დას­კვნა მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მელ­საც წიგ­ნის მე­ო­რე ნა­წილ­ში ვი­ხი­ლავთ. ეს იქ­ნე­ბა ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბის სრუ­ლი ახ­სნა, რომ­ლი­თაც არ ვა­მა­ყობ, მაგ­რამ ის, რომ გაკ­ვე­თი­ლი იყოს სხვის­თვის, მერ­წმუ­ნეთ, ამის­თვის იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა.

- სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს 25 წლის იყა­ვით - იმ ომში თქვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა წლე­ბის შემ­დეგ რო­გორ შე­ა­ფა­სეთ. იმ გიას დღეს რა კი­თხვას და­უს­ვამ­დით და რას უსაყ­ვე­დუ­რებ­დით?

- ვე­ტყო­დი, რომ არ ენ­დოთ პო­ლი­ტი­კო­სებს. როცა ისი­ნი გე­ლო­დე­ბი­ან, ჩათ­ვა­ლეთ, რომ გა­ტყუ­ე­ბენ. ვე­ტყო­დი იმას, რომ სა­ში­შია ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნაგ­რძნო­ბა, იმი­ტომ, რომ ზედ­მეტ­მა თა­ნაგ­რძნო­ბამ შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად მეტი გავ­ნოს, ვიდ­რე გულ­გრი­ლო­ბამ. პა­ტი­ვი ეცით კა­ნონს და კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დამ­ცვე­ლებს, რად­გან ისი­ნი აკა­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნებს, რომ ერ­თმა­ნე­თი არ და­ჭა­მონ.

ის, რაც ჩემს დრო­ე­ბა­ში მოხ­და, როცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უარი თქვა თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და 1991 წლის 22 დე­კემ­ბერს ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე რუს­თა­ველ­ზე ერ­თმა­ნეთს შე­ა­ტო­ვა. მრა­ვა­ლი ასე­თი მა­გა­ლი­თი შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო... მთა­ვა­რი ის კი არ არის, რა მოხ­და, მთა­ვა­რია, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი რო­გორ შე­ფუ­თა­ვენ იმ ფაქტს და რას იტყვი­ან.

- სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა თუ გაქვთ? არ მახ­სოვს ბო­დი­ში მო­გე­ხა­დოთ ზვი­ა­დის­თვის, არა­და, ვფიქ­რობ, ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი გაქვთ...

- პრე­ზი­დენტს ბო­დიშს ვერ მო­ვუხ­დი­დი, რად­გან იმის შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს. თუმ­ცა იმა­ვე დღეს, თბი­ლი­სის ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემი მწა­რე სი­ნა­ნუ­ლი გა­მოვ­თქვი. ერთ-ერთ ჩა­ნა­წერ­ში ჩემი ძმის ხმა ის­მის - რა გი­ხა­რი­ათ, სა­კუ­თარ ძმებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა?! ეს მა­შინ ორი­ვეს აზრს გა­მო­ხა­ტავ­და იმი­ტომ, რომ ის, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდით, სა­დაც მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბად მექ­ცა ამა თუ იმ საქ­მის კე­თე­ბა...

523206401-4556322214594298-3671328492895432118-n1-1753776652.png

აქეთ მხა­რეს დავ­დგე­ბო­დი, თუ იქით, ეს იყო თვით­მკვლე­ლო­ბა. ერთ მხა­რეს დად­გო­მით ფი­ზი­კუ­რად მალე გა­ნად­გურ­დე­ბო­დი და მე­ო­რე მხა­რეს დავ­დე­ქი და ასეთ ცოდ­ვა­ში მო­მი­წია ფე­ხის ჩად­გმა. ამი­ტომ ჩემს ნა­ბიჯს და იქ აღ­მო­ჩე­ნას ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან ვნა­ნობ­დი. ეს გან­წყო­ბა პარ­ტი­ა­ში ყვე­ლამ იცო­და... იმ დღეს გა­მი­ცივ­და გული ჩემს სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კურ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც პი­როვ­ნუ­ლად ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ჩემ­ზე ამა­გიც ჰქონ­დათ, მაგ­რამ მათ მი­მართ ნდო­ბა შე­მერ­ყა, - ამის­თვის მზად არ ვი­ყა­ვი და არც არაფ­რად მი­ღირ­და.

ერთხელ ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ "კავკა­სი­ა­ზე“ და­რე­კა, სა­დაც დაჭ­რის შემ­დეგ ჩემი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მქონ­და... ყურ­მი­ლი რომ და­კი­და, იქვე ვთქვი, რომ ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რაც მოხ­და და რაც მოხ­და ჩემი მხრი­დან, იმა­ზე არას­დროს ვი­ტყვი, რომ მარ­თა­ლი ვარ, რად­გან მარ­თლა მტყუ­ა­ნი ვარ. გი­ორ­გი გამ­სა­ხურ­დი­ას­თვი­საც მაქვს ეს შეხ­ვედ­რა­ზე ნათ­ქვა­მი, ამის არ მე­თა­კი­ლე­ბა, რად­გან მე იქ ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, უუ­ნა­რო­ბის, ასა­კის გამო აღ­მოვ­ჩნდი. ვერ შევ­ძე­ლი, მეთ­ქვა არა იქ, სა­დაც არ მინ­დო­და ყოფ­ნა უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბის, ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამო. იგი­ვე იყო მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის პე­რი­ოდ­შიც. არას თქმის უუ­ნა­რო­ბის გამო ასა­კით შენ­ზე უფ­რო­სი 19-ჯერ რომ გე­ტყვის, ეს უნდა გა­ა­კე­თო, მოჭ­რი­ლად არას თქმა, ად­ვი­ლი არ არის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამის უნა­რი არ აღ­მო­მაჩ­ნდა. ეს იყო ჩემი ნაკ­ლი, რომ ეს ასა­კის გამო ვერ შევ­ძე­ლი.

ამას ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში კი­დევ და კი­დევ ვხდე­ბი, როცა ამ ბრძო­ლებ­ში, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის შვი­ლებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში უწყე­ბაც კი არ იქ­ნე­ბა, ვი­საც იმ­ხე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­თან - მე­უღ­ლე­ებ­თან, შვი­ლებ­თან, მშობ­ლებ­თან, რო­გორც მე. ყო­ველ კვი­რა მი­წევს ამა თუ იმ სა­საფ­ლა­ო­ზე მის­ვლა, ან ოჯახ­ში და­რეკ­ვა, მო­კი­თხვა.

განაგრძე კითხვა