პუტინის ვერაგული ჩანაფიქრი და ტრამპის "შვიდი პარასკევი" - გაწირავს თუ არა "დიდი დონალდი" ზელენსკის?! - კვირის პალიტრა

პუტინის ვერაგული ჩანაფიქრი და ტრამპის "შვიდი პარასკევი" - გაწირავს თუ არა "დიდი დონალდი" ზელენსკის?!

გაყინეთ ომი ფრონტის ხაზზე -ტრამპი... ჯერ დამითმეთ მთელი დონბასი - პუტინი...

ტრამპი-ზელენსკის გასული კვირის შეხვედრა თეთრ სახლში, მართალია თითქმის აღარ გადაიზარდა მუშტი-კრივში, როგორც ეს თებერვალში მოხდა, მაგრამ უკრაინისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ამას კიევში მოელოდნენ. ტრამპმა უკრაინისთვის არათუ „ტომაჰავკების“ გადაცემა არ დააანონსა (რაშიც თითქმის დარწმუნებული იყო ზელენსკი), არამედ - თითქოს მოითხოვა კიევის ტერიტორიულ დათმობაზე წასვლა რუსეთთან და პუტინისთვის უკრაინის მთელი დონბასის დათმობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს დონბასის დარჩენილი ნაწილი, ამდენი ხნისა და ამხელა საბრძოლო დანაკარგების მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ დაუპყრიათ...

ყოველ შემთხვევაში, ამაზე ალაპარაკდნენ ის გავლენიანი ამერიკული გამოცემები, რომლებსაც „თავიანთი ხალხი“ ჰყავთ თეთრ სახლში, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო, რომ ის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინელ კოლეგას თითქოს აძალებდა პუტინისთვის დონბასის დარჩენილი ნაწილის უბრძოლველად დათმობას და ტრამპმა შემდეგი განცხადება გააკეთა - დაე, ყველაფერი დარჩეს, როგორც არის, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ისედაც აკონტროლებს დონბასის 78%-ს და ყველაფერი გაჩერდეს იქ, სადაც დღეს არისო...

1-xel-1760948247.png
პუტინი შეიძლება იმედოვნებს, რომ ტრამპი ზელენსკის ხელისმოწერას აიძულებს, მთელი დონბასის რუსეთისთვის უბრძოლველად დათმობაზე...

ფაქტობრივად, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება ომის „გაყინვაზე“, დღევანდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რაც ჯდება ლოგიკაში - უკრაინის მხარეს არ შეუძლია, ძლიერი კონტრშეტევებით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები და არც აგრესორ რუსეთს ძალუძს დონბასის ბოლომდე ოკუპირება, უახლოეს პერიოდში და ცეცხლის შეწყვეტა სწორედ ფრონტის ხაზის გასწვრივ ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნებოდა, განსაკუთრებით კი - უკრაინელებისთვის...

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის აფერა „ტომაჰავკებით“- ისევ პუტინთან მოლაპარაკება, ისევ ხახამშრალად დარჩენილი ზელენსკი...

"საოცრება" კრემლში ანუ სირიის პრეზიდენტს ხელი ხელახლა "გაეზარდა"?! - მიზეზი, თუ რატომ არ მიაქვს სირიას უკან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება

"დაღლილმა" "ნოვოროსიისკმა", რომელიც შავ ზღვაში არ შემოუშვეს, ლა-მანშთან ამოყვინთა - რატომ დასცინის ნატო პუტინის წყალქვეშა ნავს

პუტინი ახალი „ზემძლავრი“ იარაღის გამოჩენით ისევ იმუქრება... ნუთუ კრემლმა „მფრინავი ჩერნობილი“ გაამზადა?

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი კატეგორიულად წინააღმდეგია პუტინის რუსეთისთვის დონბასის არაოკუპირებული ნაწილის ნებაყოფლობით დათმობაზე, თუმცა გარკვეულწილად ეთანხმება ტრამპის წინადადებას, რომ ომი „გაიყინოს“ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ის დღეს გადის, მაგრამ წავა კი ამ შეთავაზებაზე თავად პუტინი?

რა თქმა უნდა - არა, რადგან კრემლს თავისი მიზანი-მინიმუმი - უკრაინის მთელი დონბასის დაპყრობა არ შეუცვლია, ისევე, როგორც პუტინს არ ავიწყდება მიზანი-მაქსიმუმიც - მთელი უკრაინის ოკუპაცია-ანექსია...

2-xan-1760948194.png
ასე გამოიყურება რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზი დონბასში (ყავისფერი ზოლის გაყოლებით) 2025 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით...

ბუდაპეშტში დაგეგმილ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე (რომელზეც დასწრების დიდ სურვილს აცხადებს ზელენსკიც, მაგრამ მას იქ არ მიიწვევენ) არსებითად არაფერი შეიცვლება ლ, პუტინის მოთხოვნები ანალოგიური დარჩება -დონბასის უბრძოლველად დათმობა და კიევის მიერ ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის ნაწილებად ოფიციალურად ცნობა, რაზეც უკრაინა არ წავა, თუკი...

თუკი, ტრამპმა პუტინთან „ვერაგული გარიგება“ არ დადო - ჩინეთთან რუსეთის სტრატეგიული დაახლოების შეჩერების სანაცვლოდ, ამერიკის პოლიტიკური ზეწოლა უკრაინაზე, პუტინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად...