"არ ვუყვარდი ნიკას დედას და ოჯახში ამის გამო შეგვექმნა პრობლემები... დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს" - რას წერს ნეკა დოროყაშვილი?
სამი დღის წინ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა Setanta Sports Tennis-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, სახელწოდებით: "ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა და მეგობარი გოგონა - ქართველი ჩოგბურთელის უდიდესი გულშემატკივრები“.
კადრებში ჩანს მსოფლიო რეიტინგის ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა და მისი გერმანელი შეყვარებული კარლოტა ელენა, რომლებიც ტრიბუნაზე სხედან და საყვარელი მამაკაცის მატჩს გულშემატკივრობენ.აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის დედა და შეყვარებული თბილად საუბრობენ, ერთ მომენტში კი კარლოტა სადედამთილოს მხარზე თავს ადებს.
ქართულ მედიაში ვიდეოს გავრცელებას ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ვრცელი პასუხი მოჰყვა. მოდელმა და მომღერალმა, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში აღარ ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერას იწყებს, ყოფილ დედამთილთან და ნიკოლოზ ბასილაშვილთან ამჟამინდელ ურთიერთობაზე საკუთარ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
"არ ვუყვარდი ნიკას დედას და ოჯახში ამის გამო შეგვექმნა დიდი პრობლემები. მერე დედამისი მეც შემზიზღდა, რადგან როცა ადამიანი ბოროტად არის განწყობილი შენს მიმართ, შენ როგორ უნდა გიყვარდეს. მოკლედ, ძალიან ძნელია როცა საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრს ეზიზღები. მაშინ ორივე პატარა და გაუწონასწორებელი ბავშვები ვიყავით, დედამისმა კი ჩვენ შორისაც და ჩვენშიც გააღვივა აგრესია. ნიკას სჯეროდა დედამისის, როგორც ყველას გვჯერა ჩვენი მშობლის რაღაც დოზით და დედამისმა მანიპულაციებით გახადა მოძალადე.
ისე ნიკა, არასოდეს ყოფილა აგრესიული, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით და მისი მშობლები არ იყვნენ ჩვენი ურთიერთობის საქმის კურსში. ერთმანეთი გადავიმტერეთ, საკუთარი ბავშვურობით და უსუსურობით ვერ მოვერიეთ დიდ აგრესიას.