რა ხდება უკრაინის ფრონტზე: გადამწყვეტი ბრძოლები ზუგდიდის თანამოძმე პოკროვსკისთვის - მის აღებას პუტინის არმია 450 დღეა ამაოდ ცდილობს
2024 წლის 1 აგვისტოდან რუსეთის საოკუპაციო არმია წამოიწყო ოპერაცია უკრაინის დონბასში ქალაქ პოკროვსკის დასაპყრობად, რომელსაც საბჭოთა პერიოდში კრასნოარმეისკი ერქვა.
2022 წელს,რუსეთის უკრაინაზე ღია სამხედრო აგრესიის დაწყებისთვის, დონეცკის ოლქის პატარა ქალაქი პოკროვსკი ცნობილი იყო უკრაინის ყველაზე მსხვილი ქვანახშირის საბადოთო, რომელშიც წელიწადში 8 მლნ ტონა ქვანახშირს მოიპოვებდნენ.
ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ფრონტის ხაზი პოკროვსკსაც მიადგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებაზე პუტინის დამპყრობელმა არმიამ შეტევები არა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, არამედ 2014 წლიდან ოკუპირებული დონეცკიდან წამოიწყო, რომლიდანაც პოკროვსკამდე პირდაპირ ხაზით...50 კმ-იც კი არ არის...
ანუ პუტინის „ძლევამოსილ“ არმიას 2022 წლის თებერვლის ბოლოდან 2024 წლის 1 აგვისტომდე მთელი 29 თვე დასჭირდა ამ 50 კმ-ის გააფთრებული ბრძოლებით გადასალახად, რის დროსაც უზარმაზარი დანაკარგი ნახა პირად შემადგენლობასა და სამხედრო ტექნიკაში და ამიტომაც აღარაა გასაკვირი, რომ იგივე პუტინის არმია თითქმის 450 დღეა გამწარებული ცდილობს ერთი პატარა პოკროვსკის აღებას გასული წლის აგვისტოს თვიდან მოყოლებული...
თუმცა, ამ დღეებში პოკოვსკთან დაკავშირებით სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა მასიურად შესძლეს პოკროვსკის გარეუბნებსა და ცენტრალურ ნაწილშიც შეღწევა და ახლა ამ ისედაც დანგრეულ ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს...
ასევე დაგაინტერესებთ: პუტინის ვერაგული ჩანაფიქრი და ტრამპის "შვიდი პარასკევი" - გაწირავს თუ არა "დიდი დონალდი" ზელენსკის?!
ტრამპის აფერა „ტომაჰავკებით“- ისევ პუტინთან მოლაპარაკება, ისევ ხახამშრალად დარჩენილი ზელენსკი...
რატომ იცავს ასე თავგამოდებით უკრაინის არმია პოკროვსკს?
პოკროვსკთან გადის სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რომელთა საშუალებითაც დნეპროპეტროვსკის ოლქიდან მარაგდება ფრონტის ხაზზე მებრძოლი უკრაინული შენაერთები და პოკროვსკის დაცემისა და ამ გზების ბლოკირების შემთხვევაში, უკრაინის დამცველების მდგომარეობა ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაუარესდება.
თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ პუტინის მკაცრი დავალების მიხედვით მოქმედი რუსეთის გენშტაბის უპირველესი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლა, რათა კრემლმა მთელ მსოფლიოს „დაუმტკიცოს“, რომ „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, რომლებიც რეფერენდუმით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობში შევიდნენ, საზღვრებს მთლიანად აკონტროლებს მოსკოვი“...
ერთი შეხედვით პუტინის აგრესორი რუსეთი ახლოსაა ამის განსახორციელებლად, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან თუკი დონეცკიდან პოკროვსკამდე 50 კმ-ის ბრძოლებით გადასალახავად პუტინის არმიას 29 თვე დასჭირდა, ხოლო ერთი პატარა პოკროვსკის დაპყრობა 450 დღიანი გაათრებული ბრძოლების შემდეგაც ვერ მოუხერხებია, მაშინ როგორ აპირებს კრემლი დონეცკის ოლქის ბოლო ორი არაოკუპირებული ქალაქის- კრამატორსკისა და სლოვიანსკის აღებას, თუკი ისინი პოკროვსკზე ბევრად დიდი და უკეთესად დაცულნი არიან?
და კიდევ ერთი-უკრაინულ პოკროვსკზე გული განსაკუთრებთ იმიტომაც შეგვტკივა, რომ ის ჩვენი,ქართული ზუგდიდის თანამოძმე ქალაქია და არანაირად არ გვინდა რუსულმა ჩექმამ ბოლომდე გადათელოს...