"ჩემთვის ახლა 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის... მე გიგა მომიკლეს" - რას ამბობს მოკლული გიგა ავალიანის დედა - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ახლა 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის... მე გიგა მომიკლეს" - რას ამბობს მოკლული გიგა ავალიანის დედა

თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სას­ტი­კად არის მოკ­ლუ­ლი 26 წლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი. მას გიგა სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახ­ვდნენ და თა­ვის არე­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს.

შემ­თხვე­ვა პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში, კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის და­სახ­მა­რებ­ლად ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­წევ­რი­ან­და. სამ­წუ­ხა­როდ ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მოკ­ლუ­ლის დედა მომ­ხდარ­ზე "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რობს:

"თურ­მე მთე­ლი კვი­რა ის­ხდნენ, მთე­ლი კვი­რა გვდა­რა­ჯობ­დნენ. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი გიგა ავა­ლი­ა­ნი, არ არის და­ცუ­ლი არა­ვინ.

გიგა ავა­ლი­ა­ნი თა­ვის თავს თვი­თონ იცავ­და, თა­ვი­სი წე­სი­ე­რე­ბით, პა­ტი­ოს­ნე­ბით, ზრდი­ლო­ბით, გა­ნათ­ლე­ბით, თა­ვი­სი მენ­ტა­ლი­ტე­ტით. სა­დაც თავს და­ესხნენ ვი­ღაც ლა­წი­რა­კი არას­რულ­წლოვ­ნე­ბი გიგა ავა­ლი­ანს, იქ არც თქვენ არ ხართ და­ცუ­ლი.

ჩემ­თვის ახლა 17 წლის მკვლე­ლი ისე­თი­ვე მკვლე­ლია, რო­გორც 37 წლის... მე გიგა მო­მიკ­ლეს. თუ და­ი­ჭე­რენ სა­მი­ვეს, ოჯა­ხე­ბის­თვის უკე­თე­სია. ჯგუ­ფუ­რად მოკ­ლეს, შე­თან­ხმე­ბით. მერე იქვე იყ­ვნენ სას­წრა­ფო რომ მო­ვი­და", - ამ­ბობს გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: "16-17 წლის ბავშვებმა მომიკლეს შვილი, თუ არ დაიჭირეს, ხვალ თქვენ შვილებს მოკლავენ!" - თბილისში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები