ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი დააკავეს - კვირის პალიტრა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით, მო­ქა­ლა­ქე მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გო­ბი­ან­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ერთ-ერთი სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებს - 2006 წელს და­ბა­დე­ბულ თ.მ.-ს და 2004 წელს და­ბა­დე­ბულ ე.მ.-ს, რის შემ­დე­გაც და­უ­კავ­შირ­და თა­ვის ნაც­ნობს - 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ჯ.ჩ.-ს, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და, რა დრო­საც მათ, სუ­პერ­მარ­კე­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­იყ­ვა­ნეს გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ჯგუ­ფუ­რად ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე ექ­ვსი­ვე პირი. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გრძელ­დე­ბა შე­სა­ბა­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი სხვა პი­რე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნი­სა და მათი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 126-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას და ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გუ­შინ ოც­ნე­ბის პრო­პა­გან­დის­ტმა მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა “ფე­ის­ბუქ“ პოს­ტი, სა­დაც შს მი­ნისტრს გეკა გე­ლა­ძეს "ჰა­ერ­ში აწე­ვით" ემუქ­რე­ბო­და.“გელ­კა გე­ლა­ძე ხარ თუ ვი­ღა­ცა, თავ­ში ხომ არ აგი­ვარ­და ბიჭო, აგ­წევთ ჰა­ერ­ში მთელ შსს-ს და ჩა­მო­გა­ლა­ბო­რან­ტებ მი­ნის­ტრო­ბი­დან!” - წერ­და ოც­ნე­ბის პრო­პა­გან­დის­ტი.

გი­ორ­გო­ბი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ პო­ლი­ცი­ამ მისი ძმა შე­ა­ჩე­რა, რო­მელ­საც მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მოჰ­ქონ­და.

“ჭრი­ჭი­ნას ძე­რა­სა­ვით მოგხსნი ჰა­ერ­ში!!!! ტყვი­ას ტყვი­ა­ში ვა­ჯენ, ნა­ბან­დი­ტა­რი ვე­რე­ლი ვარ, თან ხი­ლი­ანსკი! ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს არც ჩემ­თან არც სხვას­თან კა­ცო­ბა­ში და მი­ნის­ტრო­ბა­ში არა­ფე­რი შეშ­ლია და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი პო­ლი­ცია გად­მო­გა­ბა­რა, ჰოდა კი და­ვაბ­რუ­ნებთ ისევ მი­ნის­ტრად შე თავ­ხე­დო, რას გვი­ბე­დავთ, სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ცი­ას აბ­რუ­ნებ და რკი­ნის მარ­წუ­ხებს გვი­ჭერ?! რო­გორც გად­მო­გატ­რი­ა­ლეთ, ისე გა­და­გატ­რი­ა­ლებთ!!!!

ნუ და­მაბ­რუ­ნებ ძველ დრო­ში, რეს­პუბ­ლი­კის კრიმ­პო­ლის უფ­რო­სი რომ მო­ვახ­სნე­ვი­ნე ბი­ძი­ნაჩ­ვენს, ქა­ლა­ქის კრიმ­პო­ლის უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე, ქა­ლა­ქის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ბი­ჭებს რომ ნარ­კო­ტიკს უდებ­დნენ, პა­ტიმ­რებ­თან უსაქ­ცი­ე­ლო­ბის­თვის მო­ვახ­სნე­ვი­ნე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბოს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მა­შინ მი­ნის­ტრზე მეტი უფ­ლე­ბე­ბით იყო და ამ დე­კე­ულს ზედ ქა­თა­მი­ვით წა­ვა­კა­ლი ბა­თუ­მის ცი­ხის უფ­რო­სიც, მო­ვა­ბოლ­ტი­ნე ყვე­ლა!!!! მიფრ­თხილ­დით, ახალ­გაზ­რდებ­თან რამე არ შე­გე­შა­ლოთ, მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა, არ გა­მო­მიყ­ვა­ნოთ ქუ­ჩა­ში, თო­რემ გა­ნა­ხებთ პრო­ტეს­ტი რას ქვია, შტურ­მით რომ ზვი­ღებთ მთელ სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებს!!!! გავ­ლე­ნის აგენ­ტი სა­ლო­მე კი არ ვარ, ტრის­ტა­ტი­ში­ა­ნი მი­ტინ­გე­ბი ვშა­ლო, გა­და­გივ­ლით კა­ტო­კი­ვით!!!!

ნე ბუ­დი­ტე ვო მნე ზვე­რია!“ - წერ­და გი­ორ­გო­ბი­ა­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან პოს­ტი წა­შა­ლა.