"კაცო, იმოქმედა რომელია?! ხალხი გაყარა და დააპირისპირა" - კვირის პალიტრა

"კაცო, იმოქმედა რომელია?! ხალხი გაყარა და დააპირისპირა"

საქართველოში, პოლიტიკურად რაც უფრო მეტად იძაბება სიტუაცია, უფროსი თაობის აღიარებული მსახიობები მით უფრო მეტად ერიდებიან პოლიტიკაზე საუბარს. ისინი, ვინც წინა ხელისუფლებას, ზოგჯერ მოქმედ ხელისუფლებასაც კი მწვავედ აკრიტიკებდნენ, დღეს არანაირ თემაზე აღარ სურთ საუბარი...

ზურა ყიფშიძეს ბოლოს დავით დოიაშვილის თეატრიდან გათავისუფლების შესახებ ვთხოვეთ კომენტარი, გვითხრა, რომ ავად იყო, არ იცოდა, რა ხდებოდა და არ სურდა საუბარი, შემდეგ კი განაცხადა:

„არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა ასე მჭიდ­როდ იყო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი! კაცო, მსა­ხი­ო­ბი და­უ­ჭი­რეს, უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტოს, აბა, რა უნდა ქნას!? არ ვი­ცით, რა ქნა იმ მსა­ხი­ობ­მა. მე მგო­ნია, არა­ფე­რი არ უქ­ნია, რა და­ა­შა­ვა, კაც­მა არ იცის... ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი მოხ­სნა. ვინ უნდა მოხ­სნა, ასე­თი რე­ჟი­სო­რი ახლა არ გვყავს"

ამჯერად ისევ ვცადეთ ზურა ყიფშიძესთან დაკავშირება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რომ ესაუბრა...

- ბატონო ზურა, შეიძლება გესაუბროთ?

- ვაიმე, ვერაფრით გაგახარებთ, რა. ჯერ ერთი, არ ვიცი, რა ხდება, მეორეც, კარგად ვერ ვარ, "ვგრიპაობ" ბოლო ორი კვირაა.

- ამიტომაც ამჯობინებთ, არსად გამოჩნდეთ?

- სად უნდა გამოვჩნდე?! თეატრში თქვენ არ დადიხართ, ჟურნალისტები...

- ათეული წლებია დავდივარ ოპერაში...

- სამწუხაროდ, ოპერაში მე არ ვმუშაობ, ორ თეატრში ვარ, კი არა მესამეშიც. ფილმებს აღარ იღებენ და ვართ ასე.

14-15 ნოემბერს აკაკი ხორავას სახლში საიათნოვასადმი მიძღვნილი საღამო გვაქვს, მობრძანდით, ბატონო.

- ბატონო ზურა, გასაგებია რომ პოლიტიკაზე არ გსურთ საუბარი, მაგრამ რას იტყოდით ხელოვნებაში მიმდინარე ამბებზე, ქვეყნისთვის ამ რთულმა ერთმა წელიწადმა მოახდინა გავლენა?

- როგორ არ იმოქმედა, კაცო, იმოქმედა რომელია?! ხალხი გაყარა და დააპირისპირა... ძალიან იმოქმედა, აბა, რა! მაგრამ არ მინდა, რა, ამ თემაზე საუბარი.

- არც ოჯახის წევრებზე გსურთ საუბარი?

- არა, არაფერზე მსურს!

(სპეციალურად საიტისთვის)