"შაშიანელი მარიტა" გარდაიცვალა - ქალი, ტრაგიკული ბედით: "ყველას სამყოფად ლამაზი იყო! უკვე ასაკში"
რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს, რომ თბილისში კარგად ცნობილი, "შაშიანელი მარიტა" - ზოია წიკლაური გარდაიცვალა:
"ჩემს ბავშვობასაც ჰქონდა ფერები…მთაწმინდელ ბავშვებსაც გვყავდა ჩვენი მარიტა…
- გიჟი მოდის, გიჟი მოდის
- გავაგონებდით მთელს რუსთაველს და თითქოს ჩვენს ჯინაზე, ჩვენს დასაბრმავებლად, მეტად გაიღიმებდა, მეტად გალამაზდებოდა და ისე გაივლიდა…
ახლა გავიგე წავიდაო, აღარ არისო, გარდაცვლილაო, გაფრენილაო…
ლამაზი იყო მასთან ეს ქალაქი, ლამაზები ვიყავით ჩვენც…
თვითონ კი ყველას სამყოფად ლამაზი იყო! უკვე ასაკში…
შეძახილებით რომ აღარ დავდევდი, დავინახავდი, გავჩერდებოდი და ვფიქრობდი… როგორ? ნუთუ ასე, ყოველ დილით, დგება სარკესთან და ხატავს საკუთარ თავს-მეთქი…
ხომ ამბობენ, ყველა სიზმარი შავ-თეთრიაო, ახლა ჩემი ქუჩა და ჩემი პატარაობა გაუფერულდა, რადგან უკან გახედვისას, გახსენებისას, დარდის სამყოფად თბილი იქნება სამყარო…
“საიდან მოდის სილამაზე ან სად მიდის…”
"კვირის პალიტრის" არქივში ინახება სტატია, სადაც ბევრს შეიტყობთ ტრაგიკული ბედის მქონე ქალბატონზე: "ბევრს ახსოვს, მაშინ იმ სახლში რა დატრიალდა. ზოიას ქმარს "სტუმარი" კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია" - შაშიანელი მარიტას სევდიანი ამბავი