"დათუნა იყო მომხმარებელი და არა რეალიზატორი, ერთი გრამი ჰქონდა, როცა დააკავეს... " - რას ჰყვება დაკავებული დიზაინერის მეგობარი?
ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ორი დღის წინ შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც დიზაინერის მეგობარი Ambebi.ge-ს უყვება, სულიკაშვილი ქუჩაში 10 დეკემბერს თელავში დააკავეს. დაკავების შემდეგ, სულიკაშვილის მეგობრების ნაწილმა, მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, ნაწილმა კი მედიის საშუალებით გაიგო დიზაინერის დაკავების შესახებ. თუმცა, პირად საუბრებში რამდენიმე მათგანმა დაგვიდასტურა, რომ ბოლო დროს დიზაინერს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.
სულიკაშვილის დაკავების ფაქტს წინ უძღოდა სოციალურ ქსელში გავრცელებული არაერთი სკანდალური პოსტი, რომლებშიც მომხმარებლები დიზაინერს თანხის მითვისებასა და თაღლითობაში ადანაშაულებდნენ.
დიზაინერის დაკავებას და მის გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება მისი მეგობარი, გიორგი ლაბაძე, რომელიც ამბობს, რომ დათუნა სულიკაშვილი არ არის ნარკოტიკის რეალიზატორი და მას დაკავებისას ერთი გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა, რომელსაც პირადი მოხმარებისთვის ყიდულობდა.
"არ მინდოდა ამ ვიდეოს ჩაწერა, დათუნა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, ჩათვალეთ ჩემი ოჯახის წევრია, ორი დღე თავს ვიკავებ, კომენტარის გაკეთებისგან. ბევრი ვითომ "ინფლუენსერის" მიმართვა და "სთორი" შემხვდა. რომელსაც მინდა ვუპასუხო. დათუნა არის უკეთილშობილესი უკარგესი ადამიანი. რა ინფორმაციას გავრცელდა, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკი უპოვეს, ეს მცდარია, რომლის ოფიციალური საბუთი ხელში მიჭირავს და შემიძლია გავასაჯაროო. მას ჰქონდა ერთი გრამი საკუთარი მოხმარებისთვის, შეძენის დროს დააკავეს, არა სარეალიზაციოდ. დათუნა გახლდათ მომხმარებელი იმ კონკრეტული ნარკოტიკის რომელიც საკუთარი თავისთვის იყიდა. გააგრძელეთ კითხვა