“ჩემი ცხოვრების სამი წელი მასთან გავატარე, მასთან ერთად ვცხოვრობდი საპატრიარქოში“ - ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი, პაატა ცეცხლაძე პატრიარქთან გატარებულ წლებს იხსენებს - კვირის პალიტრა

“ჩემი ცხოვრების სამი წელი მასთან გავატარე, მასთან ერთად ვცხოვრობდი საპატრიარქოში“ - ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი, პაატა ცეცხლაძე პატრიარქთან გატარებულ წლებს იხსენებს

ალბათ, ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელმაც ერთხელ მაინც მოუსმინა პაატა ცეცხლაძის მიერ შესრულებულ უწმინდესის საგალობლებს და მისი ხმა გულსა და გონებაში არ ჩარჩა.

მომღერალი, კომპოზიტორი და დირიჟორი პაატა ცეცხლაძე საუბარს თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდის გახსენებით იწყებს:

- გალობასთან შეხება ბავშვობიდან მაქვს. გავიზარდე ამ წიაღში და ჩემთვის არ იყო უცხო... დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდში, მისი სოლისტი ვიყავი და ვარ ახლაც. ამ გუნდმა უდიდეს წარმატებას მიაღწია სწორედ ქართული გალობისა და ქართული ხალხური სიმღერის შესრულების განსაკუთრებული მანერით. გუნდის ხელმძღვანელია სვიმონ ჯანგულაშვილი. შემდეგ ამას დაემატა მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლები, რომელთა ნაწილს მე გავუკეთე არანჟირება და თავადაც შევასრულე. იყო ასეთი სიტყვები: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო". ამ საგალობელმა ზღვა ემოციები გამოიწვია საქართველოს და არამარტო საქართველოს მოსახლეობაში. მახსოვს, როგორ წერდნენ იაპონიიდან, ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, მაგალითად, საფრანგეთიდან, მუსიკოსები, რამხელა ზეგაველენა მოახდინა მათზე ამ საგალობლებმა. ეს მაბედნიერებს როგორც მუსიკოსს, როგორც კომპოზიტორს, როგორც მომღერალს. ეს ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში მაშინ და ყველაფერი კიდევ გრძელდება.

- პირველად როდის გაგიჩნდათ უწმინდესის საგალობლების არანჟირების იდეა?

- მოგიყვებით ჩემი და მისი უწმინდესობის ურთიერთობის შესახებ. ჩემი ცხოვრების სამი წელი მასთან გავატარე, მასთან ერთად ვცხოვრობდი საპატრიარქოში. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. მან ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. 18 წლის ვიყავი, როდესაც მასთან მივედი და გულში ჩამიკრა. როგორც დედა და მამა, ისე მექცეოდა, გამზარდა, ყოველთვის კითხულობდა, სად ვიყავი, ზრუნავდა, როგორც მშობელი. ამან ჩემზე ასმაგი ზეგავლენა მოახდინა. ენით აუწერელი ემოცია მაქვს მის მიმართ, ძალიან მიყვარს. ძალიან ემოციურია ეს მუსიკა - პატრიარქის საგალობლები და მადლობა ღმერთს, მადლობა პატრიარქს, რომ ამის საშუალება მომცა.

paata-1647794961-1776851797.webp

- ამის შემდეგ დაიწყეთ საგუნდო ნაწარმოებების შექმნა?

- მაქვს რამდენიმე საგუნდო ნაწარმოები, რომლებიც ვახტანგ კახიძის ცენტრში კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდმა შეასრულა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ვცდილობ, ისეთი ჟანრის მუსიკა შევქმნა, რომელიც ჯერ არ შექმნილა - ქართული ფოლკლორისა და კლასიკის სინთეზი. მოგეხსენებათ, ვმღერი სახელმწიფო ანსამბლ „"ბასიანში". კონცერტი გვქონდა ლისაბონში, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა - ჩვენი სოლო გამოსვლა და რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი. მახსოვს ხალხის რეაქცია და ჩემი შეგრძნებაც - ორი რადიკალურად განსხვავებული ჟანრის შერწყმა სცენაზე. დამთავრდა ერთი, დაიწყო მეორე და პირველად მაშინ გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა ქართული პოლიფონიური ელემენტებისა და კლასიკური მუსიკის სინთეზი. "ბასიანისთვის" გავაკეთე რამდენიმე სიმღერის ჩემეული ვარიანტი, რაც მსოფლიოს ცნობილ სცენებზე წარმატებით შევასრულეთ. მაგალითისთვის, ალბათ, "კარნეგი ჰოლიც" კმარა. ჩემს კარიერაში გამოვყოფდი თანამშრომლობას კალიფორნიის­ ქალთა ანსამბლ "კიტკასთან". მათ ჩავუტარე მასტერკლასი და ვასწავლიდი ქართულ სიმღერებს.

განაგრძეთ კითხვა