"ცეცხლი გასათბობად არ დამინთია..." - რა უთხრა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეს
სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები, - ასე უპასუხა ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდზე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლის კითხვას, არის თუ არა ნასამართლევი.
მოსამართლე მეია მელქაძემ მას ბრალდება განუმარტა და ჰკითხა, იყო თუ არა მისთვის ბრალდების შინაარსი გასაგები და აღიარებდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, რასაც ელისაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„არა, არანაირად, ამას ნამდვილად მაბრალებენ. ცეცხლი არც ტერორისტული მიზნით დამინთია და არც გასათბობად“, - განაცხადა ელისაშვილმა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს და აღნიშნული ეპიზოდი ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება.
ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.
"ინტერპრესნიუსი"