"დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად, მან ბი­ძაშ­ვი­ლი გა­გუ­და" - თბილისში აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს - რას წერს აზერბაიჯანული მედია - კვირის პალიტრა

"დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად, მან ბი­ძაშ­ვი­ლი გა­გუ­და" - თბილისში აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს - რას წერს აზერბაიჯანული მედია

თბი­ლის­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქის, ფა­ტი­მა ქე­რი­მო­ვას მკვლე­ლო­ბის რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ტრო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ, უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლი „მუ­სა­ვა­ტი“ ავ­რცე­ლებს. ამ დრო­ის­თვის საქ­მე­ზე ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი და და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ქრო­ნო­ლო­გია ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის აღჯა­ბა­დის რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი ფა­ტი­მა ქე­რი­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ქე­ნან ალი­ევ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. წყვილს შო­რის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის დროს, მა­მა­კაც­მა ქალს პას­პორ­ტი და­უ­ხია, რათა მას სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვერ მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა. ამის შემ­დეგ ქე­ნან ალი­ე­ვი თა­ვად გა­და­ვი­და აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ფა­ტი­მა ქე­რი­მო­ვა კი თბი­ლის­ში, უსა­ბუ­თოდ და სრუ­ლი­ად უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ტო­ვა.გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა ქალ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის აზერ­ბა­ი­ჯან­ში მყოფ ბი­ძაშ­ვილს, ე. ალი­ევს მი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა სთხო­ვა. ე. ალი­ე­ვი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა, დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად, მან ბი­ძაშ­ვი­ლი გა­გუ­და, რის შემ­დე­გაც კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით სას­წრა­ფოდ თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და.

მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ე. ალი­ევ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­დეს. თურქ კო­ლე­გებ­თან ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით, სა­დაც მას სა­სა­მარ­თლო ელო­დე­ბა.

განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: აზერბაიჯანელი ობოლი გოგონას თბილისური ტრაგედია - "ბიძაშვილს ორი კვირის განმავლობაში ბინაში ჰყავდა გამოკეტილი და..."