ცნობილია ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

ცნობილია ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და გუ­შინ თბი­ლი­სის ცენ­ტრში. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ოთხი ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. სრო­ლის დროს დაჭ­რი­ლი ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლია.

"მოყ­ვა­ნილ იქნა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მიერ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ტრავ­მა სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იყო" - გა­ნა­ცხა­და გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა.

თვითმხილ­ვე­ლი, ელე­ნე ქო­რი­ძე ამ­ბობს: "კაც­მა მან­ქა­ნა­ში მჯდომ 17-18 წლის სამ ბიჭს ცე­ცხლი გა­უხ­სნა უბ­რა­ლოდ იმის გამო, რომ იცი­ნოდ­ნენ, შემ­დეგ კი შო­რი­ახ­ლოს მყოფ ქალ­საც ეს­რო­ლა".

ტვ "იმე­დის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელ­მა „და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცი­ე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია“.ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი დაჭ­რი­სა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ლა­პა­რა­კე­ბა და­კა­ვე­ბულ ნიკა კა­პა­ნა­ძის დე­და­სა და დაჭ­რი­ლებს შო­რის მოხ­და. კერ­ძოდ კი, კა­ფი­დან გა­მო­სულ ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თა ავ­ტო­მან­ქა­ნაც და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ იდგა, ქალ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბულ­მა გას­რო­ლა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ოთხი პი­რი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია სამს მოხ­ვდა, მძღო­ლი კი არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­თხე დაჭ­რილს, ის ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც მას გას­რო­ლი­ლი ტყვია მოხ­ვდა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბულს, ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, მან და­კა­ვე­ბი­სას და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, რად­გან უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

შსს-ს გან­ცხა­დე­ბა:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ერთი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: "თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

"ქალი რომ შემოვარდა შეშინებული, მაგაზე მივხვდით, რომ აშკარად სროლის ხმა იყო... 10 გასროლა მაინც იქნებოდა" - რას ჰყვებიან ვერაზე მომხდარ სროლის ფაქტზე, რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა