ტრამპმა ზელენსკი "გადააგდო"?! - რა მოხდა პრეზიდენტების დახურულ შეხვედრაზე და სურს უკრაინის ლიდერს ილონ მასკისგან
ზელენსკი ტრამპმა „გადააგდო“ ? არც ანტირაკეტები კიევში და არც „სტარლინკები“ რუსეთის ცაში... ცუდი პროგნოზის გამართლებაც გამართლებაა...
თანდათანობით, ამერიკულ მასმედიაში იჟონება თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დახურულ კარს მიღმა აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო მოლაპარაკების დეტალები და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ მოლაპრაკების შემდეგ ჟურნალისტებს მომღიმრები წარუდგნენ და ძალზე პოზიტიურად შეაფასეს ეს შეხვედრა, როგორც ირკვევა, უკრაინისთვის საქმე არცთუ ისე სასურველ მდგომარეობაშია...
პრინციპში სწორედ ამას ვპროგნოზირებდით ამავე ბლოგის 26 ივლისის სტატიაში „კასპიის ზღვაში ირანულ ტვირთებზე თავდასხმით ზელენსკი ტრამპის გულის მოგებას ეცდება...“, როდესაც ვაშინგტონში შეხვედრამდე ორი დღით ადრე ვწერდით, რომ ტრამპი „პეტრიოტის“ ანტირაკეტებს არ მისცემდა ზელენსკის უკრაინის დედაქალაქის - კიევის პუტინის „ისკანდერების“ სისტემატური შეტევების მოსაგერიებლად...
მართლაც, The Atlantic-ი თეთრი სახლის საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოვალურ კაბინეტში დახურულ კარებს მიღმა უკრაინის პრეზიდენტს თავისი ამერიკელი კოლეგისთვის პირველ რიგში სწორედ „პეტრიოტის“ 300-მდე ანტირაკეტის გადაცემა უთხოვია, იმის გათვლით, რომ უკრაინელ მეზენიტეებს ისინი ზამთრის პერიოდისთვის გამოეზოგათ, როდესაც რუსეთი თავისი ბალისტიკური რაკეტებით აქტიურად დაიწყებს კიევის თბო და ელექტროსადგურების დაბომბვას, უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე მილიონიანი მშვიდობიანი მოსახლეობის უშუქოდ დასატოვებლად და გასაყინად... ტრამპის უარი კატეგორიული გახლდათ და მისი ასეთი კატეგორიულობის გაგება შეიძლება, რადგან ზოგიერთი ამერიკული დამოუკიდებელი საექსპერტო შეფასების თანახმად, პენტაგონს არსენალში ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი სხვადასხვა კლასისა და ტიპის მხოლოდ 759 ანტირაკეტა თუ დარჩა სპარსეთის ყურეში მათი დაუზოგავად გამოყენების შედეგად,რაც იმისთვისაც კი არ იქნება საკმარისი თავად ამერიკელი სამხედროებისთვის, რომ ორი კვირა მოიგერიონ ირანული ბალისტიკური რაკეტების მასიური შეტევები...
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ინტერვიუში განაცხადა, რომ მას თურმე ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გადასცეს თუ არა „პეტრიოტის“ ანტირაკეტების წარმოების ლიცენზია უკრაინას ანუ ის რაც თავად მან დაანონსა და შეპირდა მანამდე და რამაც ასე გაახარა კიევი, თურმე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს ჯერ არც გადაუწყვეტია და არსებობს იმის დიდი ალბათობაც (ტრამპის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტლებებიდან გამომდინარე), რომ ასეთი ლიცენზია უკრაინას საერთოდ არ გასაცენ...
ამერიკელი ჟურნალისტების ცნობით,ტრამპი-ზელენსკის ბოლო შეხვედრაზე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი განუხილავთ,სწორედ ის,რაზეც ჯერ კიდევ 2026 წლის 10 მაისის „კვირის პალიტრის“ სტატიაში „ილონ მასკ, "ჩაურთე "სტარლინკი" რუსეთს... რომ უკრაინამ გაიმარჯვოს"... ,ვწერდით-„... რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაბლოკილია ილონ მასკის "სტარლინკის", გლობალური თანამგზავრული სისტემით სწრაფი ინტერნეტის მიწოდების სერვისი და მისი ბლოკირების მოხსნის შემთხვევაში უკრაინას გაუჩნდება კარგი შანსი, რომ აგრესორ რუსეთს ძალზე მტკივნეული უზუსტესი საჰაერო და საზღვაო დარტყმები მიაყენოს მისივე ტერიტორიაზე.“
ანუ ზელენსკის თურმე ტრამპისთვის უთხოვია შუამდგომლობა ილონ მასკთან,რომ მან გააქტიუროს „სტარლინკის“ თანამგზავრული კავშირის სისტემა რუსეთის ფედერაციის თავზეც,რაც „სტარლინკის“ მობილური ტერმინალებით აღჭურვილ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს საშუალებას მისცემს უზუსტესი საჰაერო დარტყმები განახორციელონ უკრაინის საზღვრიდან 400-500 კმ-ის სიღრმეში რუსეთის ტერიტორიაზე,იქ საიდანაც მობილური სარაკეტო დანადგარებიდან კვაზიბალისტიკურ „ისკანდერებს“ უშვებენ რუსი სამხედროები კიევისა და სხვა უკრაინული ქალაქების მიმართულებით და თუკი ეს სქემა რეალურად ამუშავდება,მაშინ უკრაინელ მეზენიტეებს ბევრად ნაკლები „პეტრიოტის“ ანტირაკეტები დასჭირდებათ რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად.
ბუნებრივია,რომ თუკი „სტარლინკი“ მართლაც „გაიხსნა“ მთელი რუსეთის ტერიტორიაზე(როგორც ეს ილონ მასკმა გააკეთა ირანის შემთხვევაში და თანაც მისით სარგებლობა უფასო გახადა,რათა ირანელ ოპოზიციონერებს აითოლების რეჟიმის მიერ ქუჩებში დემონსტრაციების დახვრეტის ვიდეოკადრების სოციალურ ქსელებში გავრცელების ტექნიკური საშუალება ჰქონოდათ),უკრაინის გენშტაბი მარტო რუსულ „ისკანდერებზე“ ნადირობით არ შემოიფარგლება და ბევრად მეტ და უფრო ზუსტ საჰაერო შეტევებს მიიტანს რუსეთის სხვა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე და პირველ რიგში მოსკოვშიც...
შეიძლება სწორედ ეს „პერპექტივაც“ აფრთხობს ჯერ ილონ მასკს და შემდეგ პრეზიდენტ ტრამპსაც,რომ აქამდე არ აამოქმედეს „სტარლინკი“ რუსეთის ტერიტორიის თავზე...
თუმცა,უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიხაილ ფედოროვს ამის თაობაზე თურმე საიდუმლო მოლაპარაკებები ჰქონია ილონ მასკთან(„აიტიშნიკი“ ფედოროვი და მასკი ერთმანეთს კარგად უგებდნენ და სწორედ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირადი თხოვნის შემდეგ ილონ მასკმა გამოართვევინა და ხელახლა აღარ დაარეგისტრირებინა „სტარლინკის“ ის ათასობით მობილური ტერმინალი,რომლებიც რუს სამხედროებს სხვის სახელებზე ჰქონდათ შეძენილი ევროპაში,აზიაში,ამერიკაში და რომლებსაც აქტიურად იყენებდნენ ფრონტის ხაზზე და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეშიც,სადაც „სტარლინკის“ სისტემა ფუნქციონირებს) და მასკს შემოუთვლია-თუკი ტრამპი ნებას დამრთავს, „სტარლინკის“ თანამგზავრულ სისტემას რუსეთის ფედერაციის თავზე გავააქტიურებო...
მაგრამ,მას შემდეგ პრეზიდენტმა ზელენკიმ მიხაილ ფედოროვი თავდაცვის მინისტრობიდან მოხსნა, ილონ მასკთან პირდაპირი კომუნიკაციის ეს ეფექტიანი გზაც გადაეკეტა...
უფრო მეტიც-თეთრ სახლში მოლაპრაკებებისას ზელენსკის ტრამპისთვის უთხოვია ილონ მასკთან შეხვედრაში დახმარება,თუმცა „სტარლინკის“, „სპეის-იქ“-ისა და „ტესლას“ მფლობელ ამერიკელ მილიარდერს მტკიცე უარი შემოუთვლია...
ტრამპი თავის მხრივ შეპირებია ზელენსკის,რომ იფიქრებს „სტარლინკის“ რუსეთის თავზე გააქტიურებს თემასთან დაკავშირებით,მაგრამ ისევე როგორც „პეტრიოტის“ ანტირაკეტებისა არ იყოს,კიევში არც ამის დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ...
და სანამ ეს კულუარული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს,უკრაინის არმიის მდგომარეობა დონბასის ფრონტის ხაზზე კიდევ უფრო არასახარბიელო ხდება-კონსტანტინოვკა თითქმის მთლიანადაა დაკარგული,დრუჟოვკას უახლოვდებიან და ახლა უკვე სლოვიანსკსაც დაემუქრა დიდი საფრთხე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებიდან...
ერთი მხრივ უკრაინა აძლიერებს საჰაერო დარტყმებს აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და თანაც ისე,რომ უკვე ორჯერ მეტი კამიკაძე-დრონებით უტევს,ვიდრე რუსი ოკუპანტების უშვებენ თავად უკრაინის ქალაქებისკენ,მაგრამ ეს უპირატესობა პირდაპირპროპორციულად არ აისახება ფრონტის ხაზზე არსებულ რეალობაში,სადაც საბრძოლო ინიციატივას,სამწუხაროდ ისევ პუტინის საოკუპაციო ძალები ფლობენ...
ყველა ელოდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალდანიშნული მთავარსარდლისგან დრაპატისგან სწრაფი „საოცრების“ მოხდენას და ფრონტზე სიტუაციის კარდინალურად შეცვლას უკრაინის სასარგებლოდ,მაგრამ ომებში ასე არ ხდება...