"ყველაზე თბილი და კარგი ქვეყანა სწორედ საქართველოა. 102 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ვერც ერთი შეედრება" - რას ჰყვებოდა ბადრი ვადაჭკორია ფოტოგრაფიასა და საქართველოზე? - კვირის პალიტრა

"ყველაზე თბილი და კარგი ქვეყანა სწორედ საქართველოა. 102 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ვერც ერთი შეედრება" - რას ჰყვებოდა ბადრი ვადაჭკორია ფოტოგრაფიასა და საქართველოზე?

ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რია 79 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ბად­რი ვა­და­ჭ­კო­რი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს ასე­ვე რო­გორც ჟურ­ნა­ლისტსა და დიპ­ლო­მატს. ის ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბით ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რეს­და და მას მერე ფო­ტო­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით უნი­კა­ლუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი კად­რი აღ­ბეჭ­და. გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან, სადაც ბადრი ვადაჭკორია ფოტოხელოვნებასა და უამრავ საინტერესო საკითხზე საუბრობს:

screenshot-2026-08-15-104311-1786776344.png

- დაახლოებით მე-6 კლასში ვიყავი, როცა გურამ თიკანაძის შესახებ შევიტყვე - ის უდიდესი ქართველი ფოტოგრაფი და მთამსვლელი იყო, რომელიც მთების სიყვარულს შეეწირა. მე არა მარტო მისი პიროვნებით, ფოტოგრაფიითაც დავინტერესდი. გურამ თიკანაძის ცხოვრება ბევრისთვის გახდა შთაგონების წყარო და მათ შორის მეც ვიყავი. მართალია, ერთხანს რეჟისორობაზეც ვოცნებობდი, მაგრამ ბოლოს მაინც ჟურნალისტიკამ და ფოტოგრაფიის სიყვარულმა გადამიბირა.

- პირველი ფოტო როგორ გახსენდებათ?

- ხშირად ვამბობ, რომ პირველი კადრი და პირველი ფოტო პირველ კოცნას ჰგავს - არასდროს გავიწყდება. სპეციალობით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ამ ორ საქმეს ერთმანეთს კარგად ვუხამებდი: უმეტესად, ტექსტის და ფოტოს ავტორი მე ვიყავი. სტუდენტობის წლებში გავხდი საქართველოს ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი, სადაც 35 წელი ვიმუშავე. დიდხანს ვთანამშრომლობდი ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. ბოლო წლებში განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანია ფოტოგრაფია არა მარტო ჩვენს ცხოვრებაში, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიაშიც. ფოტოგრაფიამ იმდენი რამ შემოგვინახა, იმდენი ისტორიული მოვლენა გახადა თვალსაჩინო, რომ მისი როლის შეფასება ძნელია, ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. ახლაც, ჩემს ოჯახურ ალბომს რომ ვათვალიერებ და 50-60 წლის წინ გადაღებულ ფოტოებს ვხედავ, ვხვდები, ეს ჩემი ცხოვრების და ჩემი ოჯახის ისტორიაა.

screenshot-2026-08-15-104354-1786776343.png

- ეთანხმებით აზრს, რომ მხატვრობა ყველაზე ახლოსაა ფოტოგრაფიასთან?

- რასაკვირველია. ამიტომ არ მიკვირს, რომ ჩემი ფოტოების მიხედვით, თავისი ტილო ბევრ ცნობილ მხატვარს შეუქმნია. პირველივე შეხვედრაზე დიდმა ზურაბ წერეთელმაც კი მითხრა, შენს რამდენიმე ფოტოს დავხატავო.

- რა სჭირდება ფოტოგრაფს, რომ საინტერესო ფოტოები გადაიღოს და თავის საქმეში ცნობილი გახდეს?

- მე ახალბედა კოლეგებს ასე ვურჩევ: რაც შეიძლება ბევრი ფოტო გადაიღეთ, მაგრამ გადაიღეთ ის კადრი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, რომელიც თქვენს გემოვნებას შეეფერება. მერე ბევრ ადამიანს აჩვენეთ, დადეთ ინტერნეტში, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში და თუ ხალხს მოეწონება, ე.ი. კარგი გამოვიდა, თუ არადა, არა უშავს, ბედი კიდევ ერთხელ უნდა სცადოთ-მეთქი. ეს არის კარგი ფოტოს შექმნის მთავარი გასაღები. ფოტოგრაფისთვის მთავარი გემოვნებაა, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ტექნიკური უნარ-ჩვევები; ძალზე მნიშვნელოვანია კომპოზიციას როგორ შეადგენ და დანარჩენი წამის მეასედში ხდება. ფოტოგრაფია არაჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ადამიანს ძალიან დიდ ფიზიკურ და სულიერ სიამოვნებას ანიჭებს. წარმოიდგინეთ, სოლოლაკში, ჩემი პატარა ქუჩაც კი ვერ ამოვწურე.

screenshot-2026-08-15-104339-1786776343.png

- ბატონო ბადრი, თქვენს ნამუშევრებში, ერთი შეხედვით, პეიზაჟები ჭარბობს...

- პორტრეტებსაც დიდი სიამოვნებით ვიღებ და პეიზაჟებსაც. ვცდილობ, ჩემი ქალაქისა და ქვეყნის სილამაზე ფოტოებზე გადმოვიტანო. ყოველთვის ვიღებ იმას, რაც განსაკუთრებით მომწონს, რადგან ვიცი, ის ჩემს გულშემატკივრებსაც მოეწონებათ. ყველაზე კარგი სეზონი ფოტოგადაღებისთვის გაზაფხული და შემოდგომაა, თუმცა, საქართველოში ნებისმიერ სეზონზე იმდენ ფერს აღმოაჩენ, რომ გაოცებული და გაოგნებული რჩები... გამოგიტყდებით, ფოტოგრაფიაშიც არის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ეს - ფოტონადირობაა. განსაკუთრებული გატაცებით, ფრინველებსა და ცხოველებზე "ვნადირობ".

zviadi-1720540095-1786776384.jpg

- ნათქვამია, ყველა წარმატებული კაცის უკან, ჭკვიანი და ძლიერი ქალი დგასო. თქვენც ეთანხმებით ამ გამონათქვამს?

- დიახ, ასეა, რადგან ჩემი მეუღლე თამილა ხურციძე განუმეორებელი ადამიანი იყო. 36 ბედნიერი წელი გავატარეთ ერთად და ამ ხნის განმავლობაში, ერთი სერიოზული კამათიც არ მოგვსვლია. ეს იყო საოცარი ადამიანი, რომელსაც უსასრულოდ ვუყვარდი და ვუყვარდი არა თავისთვის, არამედ ჩემთვის. როცა ადამიანში ეგოიზმის ნასახიც არ არის, ეს იშვიათი მოვლენაა. იმის საჩვენებლად, თუ როგორი ხასიათი ჰქონდა, ხშირად ვყვები მილა იოვოვიჩთან გადაღებული ფოტოს ამბავს: ჩემმა მეუღლემ ეს ფოტო რომ ნახა, მისაყვედურა, როგორ მომჭერი თავი, ეს ანგელოზივით გოგო შენთანაა ჩახუტებული, შენ კი ჩანთას ჩაჰფრენიხარო. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: "იდუმალი თქმულებებია შემორჩენილი ხვამლის მთაზე, იქ გვირაბები და ბევრი საინტერესო ადგილია, რაც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი" - რაში მდგომარეობს ფოტოგრაფიის საიდუმლო