AviaeSIM სამოგზაურო ინტერნეტი მსოფლიოს 193 ქვეყანაში
საზღვარგარეთ მოგზაურობისას ინტერნეტი თითქმის ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც ავიაბილეთი ან სასტუმროს ჯავშანი. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე შეიძლება დაგვჭირდეს რუკა, ტაქსის გამოძახება, სასტუმროს მისამართის მოძებნა, ჯავშნის შემოწმება ან ოჯახის წევრებთან დაკავშირება. ამიტომ სულ უფრო მეტი მოგზაურისთვის სამოგზაურო ინტერნეტი მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
თუ რამდენიმე წლის წინ არჩევანი ძირითადად საერთაშორისო როუმინგსა და დანიშნულების ქვეყანაში ფიზიკური SIM ბარათის შეძენას შორის კეთდებოდა, დღეს კიდევ ერთი პრაქტიკული შესაძლებლობა არსებობს - eSIM. მისი საშუალებით ინტერნეტპაკეტის შეძენა და ტელეფონში გააქტიურება ონლაინ არის შესაძლებელი.
რა არის eSIM და რატომ გახდა ის მოგზაურებისთვის საინტერესო
eSIM ციფრული ბარათია, რომელიც სმარტფონში ელექტრონულად აქტიურდება და ფიზიკური ბარათის შეცვლას არ საჭიროებს. ინტერნეტპაკეტის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ, მიღებული კოდის საშუალებით კი ტელეფონში დამატებას რამდენიმე წუთი სჭირდება
მოგზაურებისთვის მთავარი უპირატესობაა, რომ eSIM-ის შეძენა და ტელეფონში დამატება გამგზავრებამდე შეგიძლიათ, ძირითადი SIM კი ტელეფონში რჩება და რეგიონული პაკეტი რამდენიმე ქვეყანაშიც მუშაობს.
AviaeSIM - ქართული პლატფორმა, რომელიც 193 ქვეყანას ფარავს
ერთ-ერთი ქართული სერვისი, რომელიც მოგზაურებს eSIM ინტერნეტპაკეტებს სთავაზობს, AviaeSIM-ია. პლატფორმა 193 ქვეყანას ფარავს და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს როგორც კონკრეტული ქვეყნისთვის განკუთვნილი, ისე რეგიონული და გლობალური პაკეტი.
რეგიონული პაკეტი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ერთი მოგზაურობისას რამდენიმე ქვეყანას სტუმრობს, რადგან ერთი eSIM-ით რამდენიმე ქვეყანაში შეუძლია ინტერნეტით სარგებლობა, თუ ისინი არჩეული პაკეტის დაფარვაში შედის.
თუ მოგზაურობას ქუთაისიდან გეგმავთ, ევროპის და აზიის არაერთ მიმართულებაზე პირდაპირი რეისებია ხელმისაწვდომი. მარშრუტის შერჩევისას შეგიძლიათ გაეცნოთ „კვირის პალიტრის“ სტატიას ავიაბილეთები ქუთაისიდან ევროპის და აზიის მიმართულებით, ხოლო ინტერნეტპაკეტი დანიშნულების ქვეყნის მიხედვით წინასწარ შეარჩიოთ.
რა ღირს ინტერნეტ პაკეტები პოპულარულ მიმართულებებზე
AviaeSIM-ზე სხვადასხვა მოცულობისა და მოქმედების ვადის მქონე პაკეტებია ხელმისაწვდომი. რამდენიმე პოპულარული მიმართულების საორიენტაციო ღირებულება ასეთია:
|
მიმართულება |
ინტერნეტი |
მოქმედების ვადა |
ფასი |
|
თურქეთი |
1 GB |
7 დღე |
6 ლარიდან |
|
იტალია |
2 GB |
30 დღე |
7 ლარიდან |
|
საბერძნეთი |
5 GB |
30 დღე |
15 ლარიდან |
|
ევროპა |
1 GB |
30 დღე |
6 ლარიდან |
|
ევროპა |
ულიმიტო |
3 დღე |
15 ლარიდან |

როგორ შევარჩიოთ ინტერნეტ პაკეტი და გავააქტიუროთ eSIM მოგზაურობამდე
პაკეტის არჩევისას მთავარი კითხვა მარტივია: რამდენ ხანს მოგზაურობთ და რისთვის გჭირდებათ ინტერნეტი. თუ ძირითადად რუკებს, მესენჯერს და ელფოსტას იყენებთ, მცირე მოცულობაც შეიძლება საკმარისი იყოს, ხოლო სოციალური ქსელები, ვიდეოები და ვიდეოზარები უფრო მეტ მონაცემს მოითხოვს.
თუ ერთ ქვეყანაში მოგზაურობთ, კონკრეტული ქვეყნისთვის განკუთვნილი პაკეტი შეიძლება იყოს ოპტიმალური არჩევანი. რამდენიმე ქვეყნის მონახულების შემთხვევაში კი რეგიონული eSIM უფრო პრაქტიკულია, რადგან ერთი პაკეტით რამდენიმე ქვეყანაში შეგიძლიათ ინტერნეტით სარგებლობა.
შეძენამდე გადაამოწმეთ:
- პაკეტის მოქმედების ვადა
- ინტერნეტის მოცულობა
- რომელი ქვეყნები შედის დაფარვაში
- აქვს თუ არა თქვენს ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა
გაითვალისწინეთ, eSIM-ის ტელეფონში დამატება უმჯობესია ჯერ კიდევ გამგზავრებამდე, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლო ტექნიკური პრობლემა დროულად მოაგვაროთ.
სამოგზაურო ინტერნეტი, როგორც თანამედროვე მოგზაურობის აუცილებელი ნაწილი
eSIM-ის მთავარი ღირებულება მხოლოდ ტექნოლოგიაში არ არის - ის მოგზაურობის ერთ პატარა, მაგრამ ხშირად შემაწუხებელ საკითხს წინასწარ აგვარებს. როცა ინტერნეტის საკითხი წინასწარ გაქვთ მოგვარებული, უცხო ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ ნაკლებ დროს ხარჯავთ ორგანიზაციულ დეტალებზე და უფრო მეტად თავად მოგზაურობაზე შეგიძლიათ კონცენტრირდეთ.
AviaeSIM - სწრაფი და ხარისხიანი სამოგზაურო ინტერნეტი 193 ქვეყანაში.
R