"60 ჭრილობა მიაყენეს... ტელეფონზე დარეკვა უცდია, ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია" - რას ჰყვება ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობელი? - კვირის პალიტრა

"60 ჭრილობა მიაყენეს... ტელეფონზე დარეკვა უცდია, ზარის ჩამწერი ჰქონია ტელეფონზე და მთელი მკვლელობა ჩაწერილია" - რას ჰყვება ოზურგეთში მოკლული ქალის ახლობელი?

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­სა­კი­რალ­ში, 2 დღის წინ, 60 წლის მარ­გო ზო­ი­ძე, სა­კუ­თარ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა ფუ­ლის გამო მოხ­და.

რო­გორც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გა­მო­ცე­მა "ბა­თუ­მე­ლებს" უყ­ვე­ბა, მარ­გო ზო­ი­ძეს ძარ­ცვამ­დე ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა უც­დია - "ზა­რის ჩამ­წე­რი ჰქო­ნია ტე­ლე­ფონ­ზე და მთე­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­წე­რი­ლია".ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მა­თი­ვე ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

"მე­ზობ­ლებ­თან უთ­ქვამს 5 ათას ლა­რამ­დე მაქვს შეგ­რო­ვი­ლი ჯამ­შიო. მისი მე­უღ­ლე მთე­ლი ზა­ფხუ­ლი გო­მისმთა­ზე მუ­შა­ობ­და, მკვლე­ლო­ბის ღა­მეს ქალი სახ­ლში მარ­ტო იყო.

28 აგ­ვის­ტოს, გვი­ან ღამე, ფან­ჯრი­დან შე­ვიდ­ნენ თურ­მე ყა­ჩა­ღე­ბი. გა­უ­გია მარ­გოს, რო­გორ ცდი­ლობ­დნენ მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის ფან­ჯრის შემტვრე­ვას, ასე უცებ ხომ ვერ შე­ამ­ტვრევ­დნენ და ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვა უც­დია. ზა­რის ჩამ­წე­რი ჰქო­ნია ტე­ლე­ფონ­ზე და მთე­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­წე­რი­ლია.სამ­ნი ყო­ფი­ლან. მარ­გო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და თურ­მე. ეუბ­ნე­ბო­და არ მაქვს ფული, არა­ფერს მოგ­ცემ­თო. ერთი მარ­გოს იჭერ­და, ორი სახ­ლში ფულს ეძებ­და. მარ­გოს უბ­რძო­ლია – ვინც იჭერ­და იმის­თვის სახე ჩა­მო­უ­კაწ­რავს, ნი­ღა­ბი ჩა­მო­უძ­ვრია და უთ­ქვია "გი­ცა­ნი, გი­ცა­ნი ვინც ხარ, წა­დით აქე­დან არ მაქვს ფუ­ლიო".

სა­ხე­ლებ­საც ამ­ბობს თურ­მე ჩა­ნა­წერ­ში. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: "თხილი ჩაუბარებია, 5 000 ლარი აუღია და ალბათ, ამ ფულის წართმევა უნდოდა ვიღაცას" - ვინ არის ქალი, რომელიც ოზურგეთში მოკლეს