"მინდოდა, კომენტარებისგან თავი შემეკავებინა და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი... კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილების ფოტოების გამოქვეყნების..." - რას წერს ლიზა იასკო? - კვირის პალიტრა

"მინდოდა, კომენტარებისგან თავი შემეკავებინა და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი... კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილების ფოტოების გამოქვეყნების..." - რას წერს ლიზა იასკო?

ლიზა იასკო სოციალურ ქსელში ეხმაურება თავისი შვილის, ჟასმინის ფოტოების გავრცელებას:

"კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილების ფოტოების გამოქვეყნებისა და მათი საკუთარი მიზნებისთვის, ნებართვის გარეშე გამოყენებისა!

არავის ვაძლევ უფლებას, გამოაქვეყნოს ჩემი შვილის ნებისმიერი ფოტო!

მინდოდა, კომენტარებისგან თავი შემეკავებინა და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი ბავშვის პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მაგრამ ასე აღარ გამოდის…" - წერს იასკო.

ინფორმაციისთვის, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თავისი და ლიზა იას­კოს შვი­ლის, პა­ტა­რა ჟას­მი­ნის ფო­ტო გაასაჯაროვა. ფო­ტო­ზე ჟას­მი­ნი ბე­ბი­ას­თან, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად არის აღ­ბეჭ­დი­ლი.

მიხეილ სააკაშვილი მისი და ლიზა იასკოს შვილის ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ექსპრეზიდენტი?