ვინ "ძველი ბიჭი", ვინაც "პარტიიდან გაგდებული მათხოვარი" - ელისაშვილ-მანჯავიძის ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ ეთერში - კვირის პალიტრა

ვინ "ძველი ბიჭი", ვინაც "პარტიიდან გაგდებული მათხოვარი" - ელისაშვილ-მანჯავიძის ხელჩართული ჩხუბი პირდაპირ ეთერში

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ”პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „მაესტროს ფაქტორის“ პირდაპირ ეთერში მოხდა.

ელისაშვილმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი ქრთამის აღებაში დაადანაშაულა, რაზეც სოსო მანჯავიძემ მას მოუწოდა, კონკრეტულ ფაქტებზე ესაუბრა.

„ასეთი ტიპის ბრალდებაზე რეაგირება არც უნდა იყოს. რას ნიშნავს შენ ხარ მექრთამე, რადგან ჩემი ლოგიკური მსჯელობით ეს დავადგინე?! ეს ნორმალურად მიგაჩნიათ თქვენ?! ეს ნორმალური თანაცხოვრების წესია?! ეთერში ნუ ძველბიჭობ, შენი საძველბიჭო მალე დასრულდება“, - აღნიშნა მანჯავიძემ, რის შემდეგაც ელისაშვილმა მას „პარტიიდან გამოგდებული უწოდა“.

„ჭკუას ნუ მასწავლი. პარტიიდან გაგდებული ხალხის ჭკუის დარიგება არ მჭირდება. პარტიიდან არ გაგაგდო ინაშვილმა?! ფული შემიჭამა, რა არამზადააო, არ ამბობდა?! და ეს კაცი ჭკუას მარიგებს! პარტიიდან გაგდებულო მათხოვარო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მანჯავიძემ ელისაშვილი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ინაშვილი მას პარტიიდან ვერ გარიცხავდა, რადგან გენერალური მდივანი თვითონ იყო. „რა სისულელეს ამბობ. ამისთვის პასუხს მოგთხოვ, შე იდიოტო! ვინ არის ეს ავადმყოფი“, - განაცხადა სოსო მანჯავიძემ, რის შემდეგაც ის და ელისაშვილი ერთმანეთს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იხილეთ ასევე:"ნაძირალა ხარ, შენნაირი არაკაცები ციხეში უნდა ისხდნენ" - ლანძღვა-გინება საკრებულოში

ვიდეო