რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფაქტზე სამი ბადრაგი დააკავეს - კვირის პალიტრა

რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის ფაქტზე სამი ბადრაგი დააკავეს

რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავად სამინისტრომ გაავრცელა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა.

დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს., ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "გაქცეულ პატიმარს ხელში არანაირი პლასტელინის მსგავსი "ხელყუმბარა" არ ჰქონია"