"ბოკერია უსინდისოდ იქცევა..." - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?! - კვირის პალიტრა

"ბოკერია უსინდისოდ იქცევა..." - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?!

რა სცენარით განვითარდება მოვლენები "ნაციონალურ მოძრაობაში", ამ საკითხზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდნაც ამონარიდს გთავაზობთ:

(იხილეთ: "სააკაშვილის კვლავ პარტიის თავმჯდომარეობა... შეუძლებელია" - უგულავაც სააკაშვილის წინააღმდეგ)

ანდრო ბარნოვი, "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრი:

- ვირეშმაკოლოგი ბოკერია და მისი მცირეოდენი მხარდამჭერები პარტიაში ექსკლუზიური გავლენის მოპოვებისთვის იბრძვიან, თანაც ამას საკუთარი პოლიტიკური რესურსის ხარჯზე კი არა, შიდა მანიპულაციებით ცდილობენ. ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე პირს სურთ, სააკაშვილი პარტიის პოლიტიკურ ტვირთად წარმოაჩინონ, რეალურად კი, სწორედ ის ხმები, რაც არჩევნებზე დაფიქსირდა, მხოლოდ სააკაშვილის რეიტინგის დამსახურებაა. ყველაფერი მარტივია - ბრძოლას იოლი და მშვიდი პოლიტიკური გზა არჩიეს. მზად არიან, 5%-იანი ოპოზიციის როლი მოირგონ, ხელისუფლების შეცვლა კი მათ თვითმიზანს აღარ წარმოადგენს. მშვიდ პოლიტიკურ გზაში გარიგებებს ვგულისხმობ.

- უშვებთ ვერსიას, რომ ხელისუფლება "ნაცმოძრაობას" და პირიქით, "ნაცმოძრაობა" "ქართულ ოცნებას" გაურიგდა?

- დეტალების დაკონკრეტებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. მთავარი ის არის, რომ ბოკერია უსინდისოდ იქცევა, არჩევნებში რეალურად სააკაშვილის მეშვეობით მოპოვებული ხმებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ხელისუფლებასთან გარიგებით ბევრი ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთს კონკრეტული საკითხების ამოქექვისა ეშინია.

- არის თუ არა დღეს "ნაციონალური მოძრაობა" დაშლის ზღვარზე?

- დიდი ალბათობით, პარტიას გარკვეული ჯგუფი დატოვებს, შესაძლოა, პირიქით, გადაჯგუფება მოხდეს და "ნაცმოძრაობა" სხვა მიმართულებით გაფართოვდეს. ბოკერიას გამო ამის პროგნოზირება ძნელია. პარტიაში ყოფნისას მუდმივად ვითხოვდი ახალი ლიდერებისთვის კარის გაღებას, თუმცა ბოკერიამ და კიდევ რამდენიმემ ყველაფერი გააკეთეს, რომ ახალი ჯგუფის ინტეგრაციისთვის ხელი შეეშალათ.

- ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე?

- სავარაუდოდ, დავით ბაქრაძე, თუმცა პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს, მხოლოდ ლაპარაკი იცის და ეს მოსწონს ბოკერიას.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტით ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "ვირეშმაკოლოგი ბოკერია ექსკლუზიური გავლენის მოპოვებისთვის იბრძვის"