ბოლო მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს - კვირის პალიტრა

ბოლო მონაცემებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს.

იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავონ კოლეგიის 270 ხმა სჭირდებათ.

"ბიბისის" ცნობით, 50 შტატიდან 41-ის მონაცემებით, "რესპუბლიკელების" ლიდერს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 244 ხმა აქვს, "დემოკრატების" ლიდერს, ჰილარი კლინტონს კი, 209.

ტრამპმა გაიმარჯვა ფლორიდას შტატში, რომელსაც არჩევნებში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ასევე ოჰაიაოსა და ჩრდილოეთ კაროლინაში. ჰილარი კლინტონმა კი წარმატებით გაიმარჯვა ვირჯინიის შტატში. არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

იხილეთ ასევე: შედგება თუ არა ამერიკელი პროლეტარიატის "ამბოხი"? - ტრამპი თუ კლინტონი?!

წყარო