მამა გიორგი მამალაძე რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

მამა გიორგი მამალაძე რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

მამა გიორგი მამალაძე # მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული რუსთავის # მე-6 დაწესებულებიდან უკვე გადაწყვანილია ე.წ. მატროსოვის ციხეში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე ექიმები მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებენ.

როგორც ცნობილია, დაკავებულ დეკანოზს გუშინ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

იხილეთ ასევე: "დეკანოზი სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვს ყველას” - რას ამბობს სახალხო დამცველი დაკავებულ სასულიერო პირთან შეხვედრის შემდეგ?