დგას თუ არა ლტოლვილთა ბანაკის გახსნის საკითხი საქართველოში? - ავსტრიის ელჩის ექსკლუზიური კომენტარი - კვირის პალიტრა

დგას თუ არა ლტოლვილთა ბანაკის გახსნის საკითხი საქართველოში? - ავსტრიის ელჩის ექსკლუზიური კომენტარი

"ვწუხვარ, რომ რუსულმა მედიამ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა"

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცის ინტერვიუს გამოცემა "ბილდში" საქართველოში უფრო დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ის არის, რომ ევროკავშირის გარეთ ლტოლვილთა ბანაკების შექმნაზე საუბრისას კურცმა ერთ-ერთ სავარაუდო ლოკაციად საქართველოც დაასახელა. ვითარება გაამწვავა რუსული მედიასააგენტოების მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ლტოლვილთა ბანაკების შექმნა საქართველოში იყო ის საფასური, რაც ჩვენ ბრიუსელიდან ვიზალიბერალიზაციის მიღების სანაცვლოდ უნდა გაგვეღო. დგას თუ არა ლტოლვილთა ბანაკის გახსნის საკითხი საქართველოში, ამ თემაზე "კვირის პალიტრას" ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ევროკავშირის გარეთ ლტოლვილთა ცენტრის შექმნის იდეა არც ახალია და არც ავსტრიული ექსკლუზივი - ეს იდეა რამდენიმე თვეა ბრიუსელში მინისტრების დონეზე განიხილება, მაგრამ რაც შეეხება საქართველოს, ეს გახმაურდა როგორც იდეა, კონკრეტული შეთავაზება…

ვიზალიბერალიზაცია არის ჩვენ მიერ საქართველოს ევროპულობის კიდევ ერთი აღიარება. რაც შეეხება ლტოლვილთა ბანაკს, ეს იყო მხოლოდ იდეა, არავითარი კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა, არასდროს განგვიხილავს ეს საქართველოს მთავრობასთან და არასდროს გვიმსჯელია, რა მოჰყვებოდა, თეორიულად, ლტოლვილთა ბანაკის შექმნას საქართველოში - აქამდე არც კი მისულა საქმე! ვწუხვარ, რომ რუსულმა მედიამ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა, მაგრამ ცალსახად და გადაჭრით გეუბნებით - ამას არაფერი აქვს საერთო ვიზალიბერალიზაციასთან!

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად