რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: "ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება შეეძლო მამაკაცს, რომლის ცხედარი მესამე ვაგონში აღმოაჩინეს" - კვირის პალიტრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: "ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება შეეძლო მამაკაცს, რომლის ცხედარი მესამე ვაგონში აღმოაჩინეს"

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ნაპოვნია იმ პირის ცხედარი, რომელმაც სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში სავარაუდოდ აფეთქება განახორციელა.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, „სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება შეეძლო მამაკაცს, რომლის ცხედარი მესამე ვაგონში აღმოაჩინეს“.

„მისი ვინაობა დადგენილია“, - აღნიშნა სვეტლანა პეტრენკომ.

მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მონაცემები სავარაუდო თვითმკვლელის შესახებ არ გასაჯაროვდება.

აღსანიშნავია, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო შემსრულებლის ვინაობა დღეს ყირგიზეთის სპეცსამსახურებმა დაასახელეს.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი აკბარჟონ ჯალილოვია, რომელიც 1995 წელს ქალაქ ოშში დაიბადა, ახლა კი რუსეთის მოქალაქეა.

იხილეთ ასევე: ვინ არის სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი?

"ინტერპრესნიუსი"