ლელა კილაძე: "ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება" - კვირის პალიტრა

ლელა კილაძე: "ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება"

სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, "ცენტრ პოინტის" საქმის "ბათუმის მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე იმედოვნებს, რომ მისი ქმარი საბოლოო ჯამში გამართლდება.

კილაძე მიიჩნევს, რომ გურამ რჩეულიშვილს ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული.

"9 თვიანი ვადა 12 აპრილს გადიოდა. პროცესები გრძელდება. პროკურორების საქმეა ის, რომ იმედი აქვთ გამამტყუნებელი განაჩენის, მე ვიმედოვნებ, რომ გუკა გამართლდება. მას აბსოლუტურად ცრუ ბრალდება აქვს წაყენებული", - განაცხადა ლელა კილაძემ.

იხილეთ ასევე: "მიხარია, რომ გუკა გამოვა და ნახავს, რომ გისოსებს მიღმა გაზაფხულია"

"ინტერპრესნიუსი"