ავტოავარია მცხეთაში - დაშავებულია მიკროავტობუსის 16 მგზავრი
ქალაქ მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
იხილეთ ასევე: "განათების ბოძს დაეჯახა" - მცხეთაში მომხდარი ავარიის დეტალები
"ინტერპრესნიუსი"