"დედაჩემი მძიმე ქალია, მაგრამ რამე რომ მოუვიდეს, თავს მოვიკლავო..." - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას დეიდა? - კვირის პალიტრა

"დედაჩემი მძიმე ქალია, მაგრამ რამე რომ მოუვიდეს, თავს მოვიკლავო..." - რას ამბობს დედის მკვლელობაში ბრალდებული ბალერინას დეიდა?

ცნობილი ბალერინა ანი მურადელი ქალთა კოლონიიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იგი დედის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული და ამ მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. ექსპერტიზით გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენისას ანი შეურაცხადი იყო. სასამართლომ ბალერინას იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნა და წელიწად-ნახევარს საავადმყოფოში გაატარებს.

გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს ანი მურადელის დეიდასთან, ესმა მინდორაშვილთან, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- როცა მთვრალი იყო, აგრესიული ხდებოდა და ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა, თავს არტყმევინებდა იატაკზე, ფეხებით შესდგებოდა. გამოვიძახებდით პატრ-ულს, ხედავდნენ დამტვრეულ ჭურჭელს, ნაცემ ქალს. ვეუბნებოდი, წაიყვანეთ, ხომ ხედავთ, ძლივს დგას ფეხზე, მთვრალია-მეთქი. სად წავიყვანოთო, მპასუხო-ბდნენ... ნარკოლოგიურში ბევრჯერ მივიყვანე პოლიციის დახმარებით.

...

- ცხედარი თქვენ იპოვეთ?

- იმ დღეს სულ ვრეკავდი და, როგორც იქნა, ანიმ აიღო ყურმილი. მივხვდი, მთვრალი იყო. მოვიდეს დედაშენი ტელეფონთან-მეთქი, ნუ მაწუხებო და დაკიდა ყურმილი. მეორედაც დავრეკე, იგივე გამიმეორა. ნათესავს ვთხოვე, გამყოლ-ოდა. ვუკაკუნებდი, დეიდა ვარ, გააღე-მეთქი, კარს ფეხებს ურტყამდა, კიოდა. მერე მეზობლები გამოვიდნენ და მითხრეს, წუხელ ღამის 2 საათზე საშინელი წივილ-კივილის ხმა გამოდიოდაო. ალბათ, შველას ითხოვდა ჩემი და... მიცვალებული ხალიჩაზე პირქვე იყო დამხობილი, წამებით მოუკლავს, მერე 24 საათი გვამთან ერთად იყო. ანი საზოგადოებისთვის საშიშია, როგორ გგონიათ, არ მიყვარს? მაგრამ ეს ჩაიდინა. დანის ერთი დარტყმით რომ მოეკლა, ასე, ალბათ, არ გავმწარდებოდი, წამებით მოკლა დედა.

ახლა ამბობენ, შეურაცხადმა მოკლაო. თუ ასეა, კარს რატომ არ გვიღებდა? ანუ აცნობიერებდა, რაც მოხდა. თავიდან აღიარა კიდეც, მაგრამ მერე ადვოკატების რჩევით თქვა, არაფერი მახსოვსო. წელიწად-ნახევარი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, თუ უნდათ, დღესვე გამოუშვან, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ საზოგადოებისთვის არ არის საშიში.

...

ჩემი დისშვილია, როგორ ვებრძოლო, თორემ სხვა რომ იყოს, ამ საქმეს ასე არ დავტოვებდი, სტრასბურგში წავიდოდი და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებდი.

- ანის თქვენ გარდა ოჯახის წევრი არ ჰყავს, ხომ არ აპირებთ მონახულებას?

- ჯერ არა ვარ მზად, დრო რომ გავა, შეიძლება ვნახო. თუ ვერ ეწყობოდა მოხუც დედას, შეეძლო, ქირით გასულიყო. ხანდახან შეიძლება ჩემი დაც იყო დამნაშავე, მაგრამ მთავარი მიზეზი ანი იყო, რადგან ყოველ ღამე მთვრალი მოდიოდა. დედაჩემი მძიმე ქალია, მაგრამ რამე რომ მოუვიდეს, თავს მოვიკლავო, ამბობდა ანი და მჯეროდა.

როგორც მითხრეს, ანი ხონში საშინელ პირობებშია, მოინახულა თურმე ახლობელმა. 6 ადამიანთან ერთად არის ოთახში. უთქვამს, თაგვები და ვირთხები დარბიანო. თურმე ტიროდა, ეს სად მოვხვდიო. გული მეტკინა, ეს რომ გავიგე, არ მემეტება ამისთვის.

წაიკითხეთ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "სულ ბოდიშებს იხდიდა. არ მახსოვს, რომ დავარტყი ან რა ვუთხარი დედასო" - ანი მურადელის ტკივილიანი ცხოვრების დეტალები