"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობდა "კაბუ" "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში?
ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დაკავებულთაშორის არის მსახიობი და მომღერალი 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ", რომელიც უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთში ცხოვრობს.
ამ ცოტა ხნის წინ გაზეთმა "კვირის პალიტრამ" ინტერვიუ ჩწერა მომღერალთან და მსახიობთან, რომელსაც გთავაზობთ:"ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი" - რას ამბობს კაბუ დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე... საფრანგეთში ცხოვრებაზე?
კახა აბუაშვილი: "მთელი ცხოვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი-მეთქი და უცებ გავიხედე, ერთ დილასაც ზუსტად ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი"
თითქმის საათი ვისაუბრეთ - წარსულზე, დაშვებულ შეცდომებზე, ნარკოტიკებზე, ადამიანებზე, კიდევ ბევრ რამეზე... 2 წელია, კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი, საფრანგეთში გაემგზავრა. ამბობს, რომ კეთილი ადამიანების გვერდში დგომით, შეძლო და გამოიცვალა, იმკურნალა, უკვე რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა და გეგმებიც დასახა.
- კაბუ, რა იყო საქართველოდან გამგზავრების მიზანი?
- ვიმკურნალე. არ მიყვარს ამაზე
საუბარი. მინდა რაღაც პერიოდი ჩემი წარსულიდან საერთოდ არ გავიხსენო. ჩემმა მეგობარმა პაატა ახალაძემ წამომიყვანა საფრანგეთში და ძალიან მომხედა. მასთან ერთად სხვა აქაურმა ქართველებმაც. ამდენ ხალხს თუ ვუყვარდი, არ მეგონა.
- რას საქმიანობთ?
- ერთი დუეტი ჩავწერე, მალე კიდევ რამდენიმე სიმღერას ჩავწერ. აქაურ ქართველებთან ერთად კლუბურ საქმიანობასაც ვგეგმავ.
- ჩამოსვლას აპირებთ?
- ჯერ არა. ჩემი შვილები მენატრებიან, გიო 15-ისაა, კესო - 13-ის. ორივეს ძალიან ლამაზი თვალები აქვს. კესუნა სცენისკენ მიიწევს. გიორგის ქირურგობა აქვს გადაწყვეტილი, საიდან მოიტანა, არ ვიცი, მოინდომა და მიდის მიზნისკენ.
- ნარკოტიკების პრობლემა ქართველი ახალგაზრდებისთვის უცხო არ ყოფილა. თქვენ ერთ-ერთი მაგალითი იყავით, რომელიც სხვებზე მეტად ჩანდით და ხშირად ხდებოდით განსჯის საგანი.
- შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო ჰეროინობანა. მერე ამათმაც გაშალეს ფრთები, ფულები აკეთეს ჯიგრებმა გაყიდვითაც, ფსიქოტროპულებითაც და ჯარიმებითაც.
ადამიანი რომ რაღაცაზე დამოკიდებული ხდება, მერე ძნელია მისგან თავის დაღწევა.
მესმის, რომ სენია, სირცხვილია, 21-ე საუკუნეში რა დროს ნემსია, მაგრამ ეგრე დაგვემართა, ვისაც მიდრეკილებაც კი არ ჰქონდათ, იმათაც დაემართათ.
მე მთელი ცხოვრება იმას ვმღეროდი, ფუ, რა ცუდია წამალი-მეთქი და უცებ გავიხედე, ერთ დილასაც ზუსტად ისეთი აღმოვჩნდი, ვისაც სიმღერებში დავცინოდი.
აქ აგრე არ ყრია ნარკოტიკული საშუალებები, როგორც საქართველოში ჰგონიათ. თუ ადამიანს წამლის გადაგდება უნდა, აქ გადააგდებს. საფრანგეთში ისე არაა, როგორც საქართველოში, ახალგადაგდებულზე ვიღაც ნაძირალა რომ მოგეპარება უკნიდან და ყურში ჩაგჩურჩულებს, წამო, წამალი გაგიკეთოო. რაც უნდა ჭკვიანი იყო და მტკიცე გადაწყვეტილება გქონდეს მიღებული, შეიძლება ვერ გაუძლო ეგეთ ცდუნებას. მერე კიდევ აქ ასე თვალებში არ გედება ნარკოტიკული საშუალებები.
ნარკომანიასთან ბრძოლის არაფერი განსაკუთრებული მეთოდები ფრანგებს არ აქვთ. უბრალოდ შეგნებული აქვთ, რომ საძაგლობაა.
- საქართველოდან გამგზავრებამდე ქალაქში ხმა გავარდა, კაბუ დაჭრესო.
- ვიღაც ვიგინდარამ მესროლა, მაგრამ გადავრჩი. კინაღამ გამაგორეს თუფაქივით. დღემდე ვფიქრობ, ვინ იყო, რა უნდოდა... იხილეთ სრულად