როგორ მღერის სოფი ბათილაშვილის დედა - ქალბატონის ნამღერი ინტერნეტჰიტი გახდა (ვიდეო)
სოფო ბათილაშვილი პროექტ "მხოლოდ ქართულის" საუკეთესო კონკურსანტია, რომელმაც კონცერტებზე მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოავლინა და ჟიურისგან უმაღლესი შეფასებებიც ღირსეულად დაიმსახურა.
როგორც სოფო, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი მოსიკალურობა დედის ფაქტორმა განაპირობა: "დედა ვოკალისტია და პატარა ასაკიდან მასმენინებდა მუსიკას, პიანინოზე მიკრავდა და ვმღეროდი. მასმენინებდა კლასიკასაც. მერე ფორტეპიანოზე შემიყვანეს, ექვსწლედი დავამთავრე".
თუ როგორ მღერის სოფო ეს მთელმა საქართველომ იცის, თუმცა მისი მუსიკალური დედის ნამღერის მოსმენა ფართო მასებისთვის შესაძლებელი სოციალური ქსელიდან გახდა.