"საქართველოშიც გავაკეთებ იგივეს, აქვეა, ახლოს" - ახმედ ჩატაევის გზავნილი ISIS-ის ლიდერს (ექსკლუზივი)
"კვირის პალიტრამ" ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილი მოიპოვა, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერს, აბუ ჯიჰადს, იგივე ისლამ ატაბიევს გაუგზავნა.
ჩანაწერი სავარუდოდ 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში საუბარია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. სხვა საკითხებთან ერთად ჩანაწერში ჩატაევი საქართველოს შესახებაც ჰყვება: "მე ძმაო საქართველოშიც გავაკეთებ იგივეს, აქვეა, ახლოს", - ამბობს ჩანაწერში ჩატაევი.
ჩატაევის ლიკვიდაცია ქართველი სამართალდამცველების მიერ, თბილისში გასული წლის ნოემბერში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოხდა.
ჩანაწერის სრული ვერსია და ჩატაევის საქმის დეტალები, დღეს 21:00 საათზე "პალიტრანიუსის" თოქ შოუ "360 გრადუსში" გამოქვეყნდება.
იხილეთ ვიდეო