"3 ქორწილი მქონდა" - ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინადშვილი იუბილარია - კვირის პალიტრა

"3 ქორწილი მქონდა" - ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინადშვილი იუბილარია

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინადშვილი იუბილარია. მას დღეს 78 წელი შეუსრულდა.

ფოტოგალერეა

გთავაზობთ ინტერვიუს არქივიდან:

ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ამ დიდ წარმატებას 21 წლის ასაკში მიაღწია, მერე კი ეს სიხარული კიდევ ოთხჯერ განიცადა. იმდენი პრიზი აქვს მიღებული, ადამიანს სათვალავი აგერევა. ინტერვიუს ქალბატონ ნონასთან ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ოჯახში სანატრელი გოგო იყავით?

- ოთხი ბიჭის შემდეგ, ბუნებრივია, გოგოს დაბადება ოჯახში დიდი სიხარული იყო. ამიტომ ჩემი თბილისში გამოშვება ძალიან უჭირდათ. მაშინ ზუგდიდში გოგონებისთვის ჭადრაკის წრე არ არსებობდა. ჩემი დეიდა და ბიძა თბილისში ცხოვრობდნენ, მათ მემკვიდრე არ ჰყავდათ. როცა ნახეს, ჭადრაკს კარგად ვთამაშობდი, ჩემებს არაერთხელ უთხრეს, - გამოუშვით, ჩვენთან იცხოვროსო.

- პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ვილჰელმ სტეინიცი ამბობდა: ჭადრაკი უნებისყოფო ადამიანების თამაში არ არისო. ეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ერთხელ ერევანში, მამაკაცებს შორის, ჩემპიონატი ტარდებოდა და მე სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს. იქ ფიზკულტურის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა მოჭადრაკეებს ტესტი ჩაგვიტარეს. ჩემი და ტალის (ცნობილი რუსი დიდოსტატი მიხეილ ტალი) პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო, - "რა გირჩევნიათ, 2 ყაიმი თუ ერთი მოგება და ერთი წაგება?" ჩემი პასუხი იყო: "ერთი მოგება და ერთი წაგება". პარტიას რომ წავაგებდი, ერთი სული მქონდა, როდის დავჯდებოდი სათამაშოდ. არავითარ შემთხვევაში ყაიმზე არ ვფიქრობდი. ძალიან ძლიერი მოჭადრაკეები, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი კაცებიც კი წაგების შემდეგ, პარტიას ძალიან მოზომილად თამაშობდნენ. იხილეთ სრულად