თუშეთის გზაზე სატვირთო მანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა - კვირის პალიტრა

თუშეთის გზაზე სატვირთო მანქანა, რომელშიც 12 ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა

თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე, "კამაზის" ტიპის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 5-მა გადმოხტომა მოასწრო. 7 კი სატვირთოსთან ერთად ხევში ჩავარდა.

სატვირთო მანქანაზე მყოფები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანის მცხოვრებლები არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მათთან შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი გავიდა.

მათივე თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე: "5-მა ადამიანმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო" - თუშეთში, სადაც სატვირთო ხევში გადავარდა, სასწრაფოს დაშავებულები ამოჰყავს

"ინტერპრესნიუსი"