გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამოასვენეს - კვირის პალიტრა

გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამოასვენეს

კომპოზიტორი გია ყანჩელი რუსთაველის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს. მანამდე, პანაშვიდის მიმდინარეობისას გარდაცვლილის ხსოვნის, ღვაწლის პატივსაცემად გაჟერდა მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.

კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წარმომადგენლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

იხილეთ ასევე: პრემიერი, მინისტრები და საზოგადო მოღვაწეები - ფოტოები გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდიდან