ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი, მათ შორის გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს - კვირის პალიტრა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი, მათ შორის გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. დაკავებულებს შორისაა "ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი.

"დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი", - განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას მოჰყვა.

იხილეთ ასევე: გიგი უგულავა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს - ის აქციაზე ტაქსით დაბრუნდა

"ინტერპრესნიუსი"