"37 წლის აჩრდილებს რომ გახსენებს თავისი "დანოსებითა", წავიდა ის დრო, ბატონო თენგიზ" - რას პასუხობს რევაზ ბოჭორიშვილი თენგიზ ცერცვაძეს? - კვირის პალიტრა

"37 წლის აჩრდილებს რომ გახსენებს თავისი "დანოსებითა", წავიდა ის დრო, ბატონო თენგიზ" - რას პასუხობს რევაზ ბოჭორიშვილი თენგიზ ცერცვაძეს?

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორის განცხადებას პასუხობს. შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, თენგიზ ცერცვაძე რევაზ ბოჭორიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ქართველი ექიმი COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესზე წერდა.

თენგიზ ცერცვაძემ კი ასე უპასუხა: "ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება "რეგვენებს", სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ". (იხილეთ ვრცლად)

პასუხის პასუხს სოციალურ ქსელში წერს რევაზ ბოჭორიშვილი:

"აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს "სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას"..

ისევ და ისევ, ეს ფრაზა ჩემს ფბ გვერდზე დავწერე. სტატუსის ბოლოში და ეს დავამატე "IMHO". ცხადია ციტატაში ეს IMHO გაქრა. სტატუსი კი მეცნიერული ფალსიფიკაციების შესახებ იყო. ნეიტრალური და ობიექტური. პლაქვენილის წინააღმდეგ გამოქვეყნებული ფალსიფიცირებული სტატიისა და ამით გამოწვეული სკანდალის შესახებ.. არანაირი ხსენება არც საქართველოსი და არც ბატონი თენგიზის.. ბოლო ფრაზა კი სრულიად ლოგიკური და მეცნიერულად მისაღები.. ერთი კვლევა ან მისი უარყოფა არ ნიშნავს რომ ვერდიქტი საბოლოო. რა იყო აქ ასე გასაღიზიანებელი ? დითირამბები უნდა დამეწერა პლაქვენილზე? სერიალი ხომ გრძელდება, ჯერ წინაა რამოდენიმე რანდომიზირებული კვლევის შედეგები… შეიძლება მოხდეს ეს რაბილიტაცია, შეიძლება არა.

მთელს მსოფლიოშია პოლემიკა ამ საკითხზე. შეხსენებისთვის, ჰიდროქსიქლოროკინით მკურნალობა საფრანგეთიდან წამოვიდა. მისი დამნერგავი დიდიე რაუტია. მარსელიდან. (აქედანაა "მარსელის პროტოკოლი"). შესაბამისად საფრანგეთში ძალიან ბევრი იწერებოდა, ბევრი გადაცემა თუ ინტერვიუ მიეძღვნა ამ მეთოდს, უკვე მაშინ როდესაც საქართველოში ხსენებაც კი არ იყო პლაქვენილის. ჰყავდა და დღემდე ჰყავს მოწინაღმდეგეები და მომხრეები. დღემდე გრძელდება მწვავე კამათი. დღემდე გაურკვეველია ეფექტურობის ხარისხი და ტოქსიურობა. და ეს რეალობაა. შესაბამისად ფრანგულიდან ვთარგმნიდი და ვდებდი სხვდასხვა მონაცემებს ამ მეთოდზე მიკერძოების გარეშე .. მითუმეტეს რომ თავიდან თავად მჯეროდა ეფექტურობის, მაგრამ თანდათანობით გამოჩნდა მონაცემები მის საფრთხოებაზე.. და ამასაც ვახსენებდი.. ისევე როგორც სხვა ჩემი კოლეგები..

მაგრამ, არასდროს არ ჩავრეულვარ საქართველოში წარმოებული მკურნალობის წარმართვაში... არასდროს. თუ რამე დავწერე, სწორედ საფრანგეთში ამ არსებულ პოლემიკას და ეჭვებს შეეხებოდა.. ამასაც ჩემს ფბ გვერდზე ვაქვეყნებდი. ინფორმაციის გაცვლა გავრცელებას ვთვლი ფბ-ს მთავარ დანიშნულებად.

მაგრამ დღეს საქართველოში კოვიდ 19-ის ყველა ასპექტის შესახებ ოდნავ განსხვავებული აზრი ც კი დანაშაულად ითვლება, და თუ ამავდროულად ოდნავ განსხავებული შეხედულება გაქვს იმაზე რაც ზოგადად ხდება საქართველოში, თანაც უცხოეთში იმყოფები.. მაშინ ხომ საერთოდ მტრად გაცხადებენ..

არასდროს მომსვლია აზრად საქართველოსა და საფრანგეთის ჯანმრთელობის სისტემების დაპირისპირება.. თუ რამეს ვამბობდი ან ვწერდი, თანაც დიდიხანია, კოვიდამდე ბევრად ადრე, მხოლოდ გულისტკივილით და გამოსწორება გაუმჯობესების სურვილითა და იმედით .. და კონკრეტულ საქმეებსაც ვაკეთებდი ამ მიმართულებით.. ბევრმა იცის.

ამავდროულად, იმასაც ვიტყვი, თუ დასავლეთის მედიცინა წარმატებულია, დიახ წარმატებულია და წინაა, მიუხედავად იმისა რომ 19% ან უფრო მაღალი სიკვდილიანობა აქვს კონკრეტული პათოლოგიის დროს, წარმატებულია სწორედ იმიტომ რომ ხელშეუხებელი ავტორიტეტები არ არსებობენ, ისეთები, რაიმეს იტყვი თუ არა, ეგრევე და განუწყვეტლივ ერთს რომ შეგახსენებენ, 300 ჯერ უკეთესი შედეგი მაქვს და ხმა არ ამოიღოო..

აი ესაა ამოსავალი წერტილი და მთავარი განსხვავება.

საღი აზრის, კრიტიკის, დისკუსიის გარეშე მედიცინა ( და საზოგადოება) ვერ ვითარდება.. მატერიალურ ფინანსური უზრუნველყოფის დეფიციტზე მეტად ესაა გადამწყვეტი..

"რეგვენი" დიახ, სახელმწიფოს ქმედებაზე ვთქვი. დღესაც იგივეს გავიმეორეობდი. ეს დღევანდელი ლინკი კი სწორედ მაშინ დაწერილს ეხმაურება.

და მომავალშიც გავიმეორებ, თუ ხელისუფალთა (!) რეგვენობას დავინახავ.

საერთოდ ვერ ვხვდები, რაში დასჭირდა ბატონ ცერცვაძეს დღეს ჩემი იმ 24 აპრილის პოსტის ციტირება ? თავის დროზე, დაქირავებულმა ტროლ ბოტებმა ხომ შეასრულეს დავალება? ეტყობა დღემდე ვერ ინელებენ ტიკ ტოკისტისა და მისი შნირების აუგად ხსენებას..

სამედიცინო პრობლემასთან დაკავშირებით ჩემს პოლიტიკურ არჩევანზე დღეს აქცენტის გაკეთება ამას მაფიქრებინებს..

"თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია"..

თავად ეს მომენტი კი უბრალოდ.. უადგილო და არაკორექტული საქციელია. 37 წლის აჩრდილებს რომ გახსენებს თავისი "დანოსებითა" და "ხალხის მტრად" გამოცხადებით.. წავიდა ის დრო, ბატონო თენგიზ", - წერს რევაზ ბოჭორიშვილი "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ასევე: "რეგვენები სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ" - რას პასუხობს თენგიზ ცერცვაძე რევაზ ბოჭორიშვილს?