ნანი ბრეგ­ვა­ძე დღეს იუ­ბი­ლა­რია - როგორ მიულოცა მომღერალს შვილიშვილმა დაბადების დღე სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

ნანი ბრეგ­ვა­ძე დღეს იუ­ბი­ლა­რია - როგორ მიულოცა მომღერალს შვილიშვილმა დაბადების დღე სოციალურ ქსელში

ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია. მომღერალი 84 წლის გახდა. საყვარელი ბებიის ფოტო ნატალია ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ამ ფორმით საჯაროდ  მიულოცა მას  დაბადების დღე.

ყველასათვის საყვარელი მომღერალი ქალბატონი, 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, გოგონასაც მუსიკალური ნიჭი და არისტოკრატული მანერები მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ

მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, ფაქტობრივად, მანვე დაგეგმა ნანის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ის იყო ნანის უპირველესი კრიტიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ: "2-3-თვიანი გასტროლები გვქონდა და რომელი ქართველი კაცი აიტანდა?! ორჯერ დაგვენგრა ოჯახი..." - რას ჰყვება ნანი ბრეგვაძე ყოფილ მეუღლეზე

ნანი ბრეგვაძე: "ბრეჟნევი ნანის მაგივრად ნონას მეძახდა..."