ბარ "ბაუჰაუსის" ორ თანამშრომელს მტკვარში ეძებენ - კვირის პალიტრა

ბარ "ბაუჰაუსის" ორ თანამშრომელს მტკვარში ეძებენ

ბარ "ბაუჰაუსის" ორ თანამშრომელს მესამე დღეა ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებები მდინარე მტკვარშიც მიმდინარეობს და ფსკერის სკანირება სპეცკატერით ხორციელდება.

სამძებრო სამუშაოებში, 8-კაციანი სამაშველო ჯგუფიც მონაწილეობს.

შსს-ს ინფორმაციით, "ბაუჰაუსის" 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "ორივემ საკუთარი ჩანთა და მობილური ბარში დატოვა" - ახალი დეტალები დაკარგული ახალგაზრდების საქმეზე