"სა­ოც­რად გაგ­ვიც­რუვ­და იმე­დე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და რა­ღა­ცა მა­ინც გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი­ყო" - მაკა ჩიჩუა პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე - კვირის პალიტრა

"სა­ოც­რად გაგ­ვიც­რუვ­და იმე­დე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და რა­ღა­ცა მა­ინც გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი­ყო" - მაკა ჩიჩუა პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ქვეყბის პრობლემებზე და პანდემიის დროს გაჩენილ სირთულეებზე საუბრობს. როგორც მან "ტვ პირველთან" ინტერვიუში აღნიშნა, პანდემიის პერიოდში სასოწარკვეთილების განცდა დაეუფლა:

"საკმაოდ მძიმე წელი იყო, მხოლოდ სიმძიმე და მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, რომ არჩევნების საშუალებით შეიძლებოდა რაღაცა მაინც გამოსწორებულიყო და დაგვეწყო მერე იმ ახალი საფეხურიდან დალაგება, მაგრამ აქაც საოცრად გაგვიცრუვდა იმედები, ასე რომ საკმაოდ მძიმეა, თან ამ ზამთარში, ამ პანდემიაში ამდენი იმედგაცრუება.

ბოლოს რაზეც აღშფოთებული ვიყავი, ადამიანები გამოყარეს სახლებიდან და თავზე დაანგრიეს ჭერი, ეს იყო რაღაცნაირი აკორდი, გაჭირვებულს რომ ბოლომდე ჩაწიხლავ. ყველასთვის, მარტო იმ ხალხისთვის არა, ეს სანახავად იყო ისეთი რთული გადასატანი, რომ დღემდე არ ამომდის ეს კადრები თავიდან. იხილეთ სრულად